პროექტს სახალისო გამომსვლელები არასდროს აკლდა. ამჯერად ერთ ახალგაზრდაზე მინდა გიამბოთ, რომელიც მაყურებელმა ფაქტობრივად სტვენით გააცილა სცენიდან. ეპატაჟურად და სექსუალურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა,
დაიწყო მუსიკა და აცეკვდა შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა. ჯერ ქუდი მოიხადა, მერე თეთრი პერანგი შემოიხია და სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. იხუვლა დარბაზმა და უკმაყოფილების ნიშნად ცერა თითი ქვევით დაუშვა. ამასობაში ბიჭი ეშხში შევიდა, როიალთან მივიდა, შარვალი გაიხდა, ორივე ხელი მაღლა ასწია და…როიალის ხმა გაისმა.
არ ვიცი ვინმემ დაიჯერა თუ არა, როიალს ამოფარებული ტომასი კლავიშებზე ცოცრით რომ უკრავდა, მაგრამ სანახაობა აშკარად გამოუვიდა „რუსთავი 2“-ს. გადაიყვანეს თუ არა უცნაური ნიჭის მფლობელი შემდეგ ტურში, ამას „ნიჭიერის“ გადაცემებიდან გაიგებთ. ერთი ცხადია, ტომასის გამოჩენამ აშკარა აგრესია გამოიწვია მაყურებელში, ბიჭს ცემითაც კი ემუქრებოდნენ, ჩემს წინ მსხდომი მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
ნინო მჭედლიშვილი