11 ოქტომბერი, 2014
ინგა გრიგოლია ბებია გახდა
გაგეზარდოს ავები, ჯანმრთელები და  სასახელოები ინგა გრიგოლიას ძაღლები რომ ძალიან უყვარს, ეს მისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდანაც აშკარაა.

„ურაააა, ბებია გავხდი....ჩემს ძაღლს ცხრა ლეკვი შეეძინა და მთავარი იცით რა არის?

ყველა გრიგოლიააა. ანუ, ჩემი ძაღლი შავია, შავტუხა. დედალი - ქათქათა თეთრი და ცხრიდან ცხრავე შვილი ლივლივა შავია.

კარგი განცდაა ბებიობა“, - წერს ინგა. 

რასაკვირველია, თავიდან ყველამ იფიქრა, რომ ინგას შვილს, მარი გრიგოლიას ეყოლა შვილი. ამ სტატუსს სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი, პირი ღია დამრჩა, - წერს ინგას
ერთ-ერთი მეგობარი.

ინგა სოცილურ ქსელში ბებიობის გამო უამრავ მილოცვას იღებს. გაგეზარდოს ავები, ჯანმრთელები და  სასახელოებიო, წერენ ინგას მეგობრები.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მაია
გილოცავ
11:41 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ძველი იგავია, ხალხი ისე გაზულუქდა, რომ პურს აღარ კადრულობდა და სანაგვეზე ყრიდა. მაშინ უფალი გაბრაზდა და ხალხს საკვები მოუსპო. იხოცებოდა ხალხი შიმშილით. მაშინ ძაღლი მივიდა უფალთან და სთხოვა, მე ხომ არაფერი დამიშავებია და მე მომეცი საარსებო პურიო. უფალმა ძაღლს თხოვნა შეუსრულა, მას კი პური ადამიანებთან მიჰქონდა და ასე გადაარჩინა ადამიანთა მოდგმა შიმშილით ამოწყვეტას. ხშირად ადამიანი ღალატობს ახლობელს ძაღლი კი პატრონს არასოდეს, მისთვის თავს გაწირავს, თუ ზოგიერთი ავყიასავით ბოროტი არ არის.
10:04 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
კარგით ხალხო არ შეიძლება ასეთი აგრესია რა მოხდა ისეთი!!! რა იყო მაგარი ორატორები ხართ.თქვენ ადამიანებს და ერთმანეთს არ ცემთ პატივს და ცხოვედლები გეყვარებათ.
13:21 / 18-10-2014
გამოხმაურება / 0 /
***
ხალხის ლოგიკა მაოცებს. საინტერესოა რომელმა ძაღლმა წაგართვათ ბოლო ლუკმა,თუ საწყალი ცხოველებისთვის გაწვდილმა ლუკმამ გაგაღატაკად. თკვენნაირები მდიდრებიც რომ იყვნენ დარწმუნებული ვარ არც მაშინ გაიმეტებდით ან დაეხმარებოდით გაჭირვებულებს.
23:43 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
რიჯა
და ისე რა ქნას რადგან ქვეყანას უჭირს და ხალხს შია ყველაფერი დაივიწყოს?როცა თავად უჭირდა არავისთვის არ შემოუხვევია თავის გაჭირვება ზოგი ვაი მომღერალივით და მართლაც რომ კარგი კაცივით აიტანა.
17:16 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS