06 ოქტომბერი, 2014
მამულიჩა დუმილს არღვევს - "საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი''
საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება კახი მამულაშვილს (მამულიჩა) ჯერ კიდევ მოსკოვში თბილისობის ჩატარებამდე ვთხოვეთ კომენტარი. გვაინტერესებდა, რატომ გადაწყვიტა, მისმა მეუღლემ, ლელა წურწუმიამ მოსკოვში გამგზავრება და ხომ არ ფიქრობდა, რომ ქართველი მომღერლების რუსეთში გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვნად შეხვდებოდნენ.
თუმცა მაშინ მამულიჩამ პასუხისგან თავი შეიკავა. დღეს კი, როდესაც თითქმის ყველა ამ თემაზე თავის აზრს გამოთქვამს, კახამ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

"საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელევიზიაში და არც ჟურნალისტებთან.
ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ გითხრათ.

მიზეზები ბევრია, მთავარი ის არის რომ, საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ ათას კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო.

ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ.

რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი, რომც აგვეღო, არც ეგ არის პრობლემა.

საერთოდ შორს ვარ იმისგან რომ ''ფეისბუქიდან'' ვიღაცები ვლანძღო. ეს საერთოდ მგონია, რომ არასწორია. არასოდეს მაინტერესებდა და არ მიკითხავს, რატომ წავიდა ''ერისიონი'' მოსკოვში, რატომ იმღერა პააატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა შემდეგ ბრწყინვალების ორდენი დაჰკიდეთ. არასოდეს ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან.

რა თქმა უნდა, შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცები და ვიღაცებსაც არ ესიამოვნოთ ის, რომ ჩვენ წავედით. ეგეც შემიძლია გავიგე, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა, იმ ადამიანებსიგან ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩირქის მოცხობა უნდათ.

მიშა ხუბუტიას ვიცნობთ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა. ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ როდესაც რუსეთში ჩავდიოდით და სადმე ვხვდებოდით, ეს ჩვენ ურთიერთობას ხელს არასოდეს უშლიდა.

მაგრამ მანდ რომ აფრიალებთ სააკაშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან და ომის მერეც შეხვედრია, მაგრამ ერთი წამიც არ მიფიქრია, რომ სააკაშვილი რამეს არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა. მიუხედავად იმისა რომ ხუბუტიას არ დაუმალავს რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო.

როდესაც ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში, საქართველოს მთავრობამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. არ დამიწყოთ ახლა რომ იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს, რომ თურმე ელოდებოდნენ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა.

არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია.

სიმღერას თქვენ კუნტრუშს და გართობას ეძახით, ჩვენთვის ეს პროფესიაა. მაინცდამაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ, ვიჭიდავოთ, ან ოპერაციები უნდ გავაკეთოთ, რომ რუსეთში ჩავიდეთ?

ძალიან გვიხარია რაგბისტები, რომ სოჭში ჩადიან, რუსეთის მიერ წაგებულ ტერიტორიაზე რუსებს უგებენ და თამაშს ამდენი იქ მცხოვრები ქართველი ესწრება. ქართველი მოჭიდავეები რუსეთში რომ ჭიდაობენ და ფინალში იგებენ, რომელსაც პუტინი ესწრება მოღალატეები არიან?

ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის. ვინმესი რამე თუ არ მომწონს, პირადად ვეუბნები და ზოგად ჭრილში არ გადამაქვს. ან ''ფეისბუქიდან'' არ ველაპარაკები.

არავინ შემიწუხებია ჩემი პრობლემებით. ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა (გამგები გაიგებს). არასოდეს დავუვიწყებ ადამიანებს პატარა სიკეთესაც კი.

ეს არის ჩემი პასუხი ''კომპთან'' მჯდომ პატრიოტებისთვის. მე - ჩემი ქვეყნის, ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს ზოგიერთის ბინძური ტვინი რას ლაპარაკობს.

პრობლემა ჩვენშია, ქართველებში, ისე გვძულს ერთმანეთი, ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ მეგობრებო.

პ.ს. ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ და ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი.

იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხიმგებელია. ოღონდ იმას არ ვჭამ, რომ ზოგიერთები სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ. გაიგებენ, ვისაც ვგულისხმობ...''- წერს კახა მამულაშვილი

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თაკო
Mერედა ვინ თVლის რომ მოღალატეები ხართ? Eს ისევ თქვენი ნაც.მოს აგორებული სკანდალია, რომელშიც თვითონვე აქტიურად ჩაებით ("ელიტას" გგულისხმობთ), თOრემ ჩვენ, უბრალო მოკვდავებს Aრც მაშინ გვქონდა Pროტესტის გრძNობა და არც ახლა. Pირიქით, ჩადით, იმღერეთ-იცეკვეთ, ომს აბა ჩVენ ვერასდროს მოვიგებთ Dა რაღაცით ხომ უნდა შევძლოთ ურთიერთOბის გამოძებნა?!
05:38 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
elene
ამ ადამიანს თუ როდესმე დავეთავხმებოდი არ მეგონაამჯერად 100 პროცენტიან.
19:01 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS