05 ოქტომბერი, 2014
როგორ პასუხობს ნინი ბადურაშვილი რუსეთში გამგზავრების გამო მიყენებულ შეურაცხყოფას
ასეთმა კომენტარებმა მომღერალი თეონა კონტრიძე აღაშფოთა რუსეთში გამართული თბილისობის მოწინააღმდეგეები ნინი  ბადურაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეც არ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას.

მოგეხსენებათ, თბილისობის აღსანიშნავად ნინი, ლელა წურწუმიასთან, ნინო ჩხეიძესთან და რამდენიმე ქართულ ჯგუფთან ერთად ორი დღის წინ გაემგზავრა.

ნინიმ ჩასვლისთანავე ბავშვობის მეგობარი ქეთა თოფურია მოინახულა და მომღერალთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ნინი რუსეთში იმღერებდა, ფოტოებზე შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა არ დააყოვნა.

კომენტარებს თანმიმდევრობით გთავაზობთ:


„მძ..რად გექცეთ რუსებისთვის სიმღერაში ნაშოვნი ფული!!!“

„განა
რამდენი გადაგიხადეს რომ ქვეყანას და მსმენელს ესე უღალატეთ მათხოვრებო!!!“

„მიუცუცქდით ისევ უძღები შვილები რუსუკებს? ეგრეა, ყველა ლანძღავს რუსს და როცა უჭირს რუსეთში გარბის“.

„წინა ხელისუფლების დროს, არავინ არავის უწონებდა რუსეთისკენ გახედვასაც კი, მოღალატეებად რაცხავდნენ და აფურთხებდნენ.  ახლა კი ის ხალხი, ვინც სხვას აკრიტიკებდა, იგივე ნაბიჯს დგამს.

მედროვეობაა ეგ, ბიძია, სხვა არაფერი. ყველა რუსეთს ლანძღავს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ისევ რუსეში გარბიან. მაინც წარმატებები თქვენ, მაინც ყველა საცობს ერგებით და ასეც და ისეც წარმატებულებად რჩებით. ისევ თქვენი მეგობრების თვალში ოღონდ“. 

„წარმატებები ჩვენს მომღერლებს.  არამარტო მე ძალიან ბევრი ვართ, ვისაც გვიყვარხართ და გიწონებთ ამ ნაბიჯს. ხელოვნებას საზღვრები არა აქვს.“

„ძალიან კარგი! მივესალმები ასეთ კონცერტებს! როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვეცადოთ ჩატეხილი ხიდის გამთელებას! ცუდი მშვიდობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ომი, ან სად გვაქვს ომის თავი.“

„ბადურ ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ალბათ რუსების სმს-ების იმედი გაქვს არაა? აბა, ნორმალურმა ქართველმა შენ როგორ უნდა დაგიმესიჯოს წარმოდგენა არ მაქვს.  ტფუიიიიიი, ღმერთს ვითომ ცოტა რაღაც სილამაზე მოუცია და ტვინი არა“.

ასეთმა კომენტარებმა მომღერალი თეონა კონტრიძე აღაშფოთა და პირველი კომენტარის ავტორს კორექტულად ჰკითხა, თუ რა პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებოდა.
კომენტარის ავტორს არ უპასუხია თეონასთვის. 

თეონას მოგვიანებით თავად ნინიმ უპასუხა: „თეონა, ნუ იშლი ნერვებს, აზრი არა აქვს, მიყვარხარ.“  - წერს ბადურაშვილი ორი საათის წინ. 

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნინა
თბილისობა რუსეთში... საინტერესოა... მალე მოსკოვობას იზეიმებთ თბილისში... თქვენი რა მიდის???
22:24 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი გვაქვს პირდაპირი! შვეიცარიის მსშვეობით ვურთიერთობთ ფორმალურად თორე რა შვეიცარია! ესენი მღერიან და ცეკვავენ! საომარი მგომარეობაა რუსეთთან ,მერე რა რომ არ ვიბრძვით, ამას ცივი ომი ქვია ...ეჰ, რაც უნდათ ის უქნიათ, მე რომ ვიტყვი რა შეიცვლება,ისტორია იტყვის და ქართველი ხალხი შეაფასებს დაფიქრდნენ ჯობია!
19:51 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ირინა როცა არ ვლანძღავდით მაშინ არ გვართმევდნენ მიწებს და სახელმწიფოებრიობას? 1921-ში ვინ ლანძღავდა? მედეა ჩემს ოჯახს, აერა ყველა საქართველოს მოქალაქის ოჯახს ეხება, როცა სამშობლოს ღალატობს და ქართველებს ასეთი სახით წარმოგვაჩენს მსოფლიოს წინაშე!
00:17 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაუკა
უნდა იმღეროთ აბა რა უნდა გააკეთონ? სასწრაფოდ უნდა შერიგდეს ორი მართლმადიდებელი ერი
22:04 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ir ina–ს
წითელი კოჭი უგოთრე, უმღერე, უცეკვე და აიკრეფს გუდა–ნაბადს შენი მიწიდან – ასე ფიქრობ?
18:34 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS