03 ოქტომბერი, 2014
ნინი ბადურაშვილმა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დაწყებამდე საქართველო დატოვა
ნინიზე დღეს სოციალურ ქსელში ბევრს წერენ 7 ოქტომბერს ''იმედზე'' ''ცეკვავენ ვარსკვავების'' მეხუთე სეზონი იწყება. ცეკვების მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან პროექტის დაწყებას, რადგან ბევრი საინტერესო წყვილი მონაწილეობს და დარწმუნებული არიან, რომ კარგ სანახაობა გველის წინ.

თუმცა დღეს, პროექტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი მონაწილე ნინი ბადურაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროშია. ნინის უმცროსი და ქეთა თოფურიძე კომენტარებში წერდა, რომ დილას გაიგო ნინი მოსკოვში რომ იყო წასული.

ნინიზე დღეს სოციალურ ქსელში
ბევრს წერენ, რადგან ხუთშაბათს გადაცემა ''პროფილში'' ანრი ჯოხაძემ თქვა, (როგორც შემდეგ მეგობრებთან კომენტარში აღნიშნა, წამოსცდა), რომ სიზმარში ნინი ბადურაშვილთან, ალა პუგაჩოვასგან და მადონასთან სექსი ჰქონია. ანრი დღეს ნინის ''ფეისბუქზე'' ამ თემაზე დაწერილი მასალა გამოაქვეყნა და დაწერა ''კარგი იყო მაინც''.

სალომე დადიანი
ბეჭდვა