01 ოქტომბერი, 2014
წერილი მარიამ როინიშვილს - ''ერი, რომელმაც ილია მოკლა, ზვიადი ჯერ გააქცია და მერე მოკლა, რაღა გიკვირს?..''
მარიამი მეგობრებმა დაამშვიდეს მომღერალი მარიამ როინიშვილი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც წონაში დაიკლო, ყველა აღნიშნავს, რომ არაჩვეულებრივ ფორმაშია. მარიამი პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობს. მისი მეწყვილე, ლევან ახვლედიანი იქნება.

ბუნებრივია, მარიამი ცეკვაში ბევრს მეცადინეობს. სოციალურ ქსელში კომპლიმენტებს ხშირად იღებს, თუმცა არიან ისეთები, ვისაც მისი გარეგნობა არ მოსწონს. მარიამმა ''ფეისბუქის'' პირადი მოწერილი გაასაჯაროვა.

"რას გავხარ" - ამის მოსაწერად რატომ მამატებთ მეგობრებში, შეგიძლიათ ამიხსნათ? ნუ დამამატებთ. ისე თქვით, საზოგადოდ...'' - წერს მომღერალი.

მარიამი მეგობრებმა დაამშვიდეს. ერთ-ერთმა დაწერა:

''რატომ გიკვირს? ერი, რომელმაც ილია მოკლა, ზვიადი ჯერ გააქცია და მერე მოკლა, ფიროსმანი დაკარგა, არსაკიძეს მარჯვენა მოკვეთა, ამის მერე რაღა გიკვირს? ეს ისე, თორემ შენ ჯვარი გეწეროს ამდენი საშინელებისგან...''

იყვნენ ისეთებით, ვინც მარიამს ურჩევდნენ, პირადში მიწერილი იუმორით მიეღო:

''ძალიან ნორმალური კითხვაა, რას გავხარ? შენც მოიფიქრე პასუხი და მიწერე რასაც გავხარ, ან ვის გავხარ'' - წერს მარიამს ერთ-ერთი მეგობარი.

სალომე დადიანი
ბეჭდვა