30 სექტემბერი, 2014
რომელი ქართველი ვარსკვლავები სტუმრობენ ირაკლი კუტალაძის მოსკოვში
ირაკლის ახლო მეგობარია და კაფესაც ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს მომღერალი წყალბურთელ ირაკლი კუტალაძის მოსკოვში მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ საქართველოში ყველასთვის ცნობილი გახდა. ნინი ბადურაშვილთან დაშორების შემდეგ ირაკლიმ აქტიურად გააგრძელა მუშაობა საკუთარ ბარში, რომელსაც რატომღაც ''სექტემბერი'' ჰქვია. ირაკლი ქართველ ჟურნალისტებთან არ ურთიერთობს.

ირაკლის კაფეში ხშირად მართავენ კონცერტებს ქართველი მომღერლები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო თაკო გაჩეჩილაძე.

თაკო აფიშის ფოტოზე საცურაო კოსტიუმით იყო და მაყურებლის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკა მხოლოდ მის ჩაცმულობას არ ეხებოდა. ქართველი მსმენელის ნაწილს არ
მოეწონათ, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ოკუპირებული აქვს, ქართველები მოსკოვში კონცერტებს მართავენ.

Rating

თუმცა ეს უკვე ძველი თემაა, რომელზეც ხელოვანებს და პოლიტიკოსებს საერთო აზრი არ აქვთ და ქართველი მომღერლების ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, აქვთ თუ არა ამის სურვილი მოსკოვში მაინც მართავენ კონცერტებს.

Rating

ირაკლის კაფეში კონცერტი ჰქონდა მოსკოვში ახლახან გადაბარგებულ დათუნა მგელაძესაც, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რუსულ შოუბიზნესში დაიმკვიდროს სახელი და ''ახალ ხმაში'' მონაწილეობს. უკვე ცნობილია, რომ დათუნა დიმა ბილანის გუნდის წევრია და მომდევნო ეტაპისთვის ემზადება.

Rating

ირაკლის ახლო მეგობარია და კაფესაც ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე.

საოცარია, მაგრამ კაფეში კონცერტი არ გაუმართავს ირაკლის ყოფილ მეუღლეს ნინი ბადურაშვილს. ამბობენ, ნინის და ირაკლის შორის უთანხმოების მიზეზი სწორედ კაფე ''სექტემბერი'' გახდაო. ირაკლი თურმე ძალიან დიდ დროს ატარებდა სამსახურში და ნინი კი სახლში ელოდებოდა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
shorena
Tskrialashvili rodis Ari's mitsveuli Ar gamogvaparot
19:23 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
tati
Super diva ara kide is.!
17:06 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბიონსეს შეედარეთ ახლა.
13:28 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
რა ესმით მაგათ რა არის "ბოდი" და რა საცურაო კოსტუმი. ხომ არ შეიძლება ყველაფერში დეგრადაციას განიცდიდეთ. :)
12:51 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
აკო აფიშის ფოტოზე საცურაო კოსტიუმით იყო ... სად ხედავ საცურაო კოსტუმს?
11:32 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS