29 სექტემბერი, 2014
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე დაქორწინდა
გამარჯვების შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე მომღერალი ლუკა ზაქარიაძე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული 2013 წელს გახდა. მას შემდეგ ლუკა ძალიან იშვიათად ჩნდება სცენაზე. ამბობენ, რომ ძალიან ჩაკეტილია და ქართული შოუბიზნესის მომღერლებისგან განსხვავდება. ამას მისი ინტერვიუებიც მოწმობდა.

ლუკა წარმოშობით ბათუმელია. პროექტის მსვლელობისას ბევრჯერ იყო აუტსაიდერთა შორის. საბედნიეროდ მაყურებელმა ის ყოველთვის გადაარჩინა. მისმა ნამღერმა „საქართველომ“ კი გულგრილი ვერავინ დატოვა.

გამარჯვების შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე. ბევრჯერ უთქვამთ, თუ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს ქართველები რა მაგრად ვმღერით,
„ევროვიზიაზე“ ლუკა ზაქარიაძე გავუშვათო.

მომღერალი იმდენად ჩაკეტილად ცხოვრობს,რომ მასზე პროექტის მსვლელობისას მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ის შეყვარებულია და რომ მის შეყვარებულს მუსიკა ჰქვია.

25 სექტემბერს მომღერალს ქორწილი ჰქონდა. 21 წლის ლუკას რჩეული 18 ნიკი ზაქარიაძეა (ამ სახელით და გვარითაა დარეგისტრირებული „ფეისბუქზე“). სოციალურ ქსელში წყვილი უამრავ მილოცვას იღებს. ბევრი გოგონა გულდაწყვეტილია, რომ ლუკამ არჩევანი ნიკიზე გააკეთა.

ვულოცავთ წყვილს ბედნიერებას და ყველაფერ კარგს ვუსურვებთ.

მერი კობიაშვილი


ბეჭდვა