29 სექტემბერი, 2014
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე დაქორწინდა
გამარჯვების შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე მომღერალი ლუკა ზაქარიაძე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული 2013 წელს გახდა. მას შემდეგ ლუკა ძალიან იშვიათად ჩნდება სცენაზე. ამბობენ, რომ ძალიან ჩაკეტილია და ქართული შოუბიზნესის მომღერლებისგან განსხვავდება. ამას მისი ინტერვიუებიც მოწმობდა.

ლუკა წარმოშობით ბათუმელია. პროექტის მსვლელობისას ბევრჯერ იყო აუტსაიდერთა შორის. საბედნიეროდ მაყურებელმა ის ყოველთვის გადაარჩინა. მისმა ნამღერმა „საქართველომ“ კი გულგრილი ვერავინ დატოვა.

გამარჯვების შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე. ბევრჯერ უთქვამთ, თუ გვინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს ქართველები რა მაგრად ვმღერით,
„ევროვიზიაზე“ ლუკა ზაქარიაძე გავუშვათო.

მომღერალი იმდენად ჩაკეტილად ცხოვრობს,რომ მასზე პროექტის მსვლელობისას მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ის შეყვარებულია და რომ მის შეყვარებულს მუსიკა ჰქვია.

25 სექტემბერს მომღერალს ქორწილი ჰქონდა. 21 წლის ლუკას რჩეული 18 ნიკი ზაქარიაძეა (ამ სახელით და გვარითაა დარეგისტრირებული „ფეისბუქზე“). სოციალურ ქსელში წყვილი უამრავ მილოცვას იღებს. ბევრი გოგონა გულდაწყვეტილია, რომ ლუკამ არჩევანი ნიკიზე გააკეთა.

ვულოცავთ წყვილს ბედნიერებას და ყველაფერ კარგს ვუსურვებთ.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მანანა
გილოცავთ, იყავით მუდამ ბედნიერები.ლუკა ველოდები შენს კონცერტებს, აუცილებლად უნდა გააგრძელო მოღვაწეობა. შენ იშვიათი ნიჭი გაქვს, რომელსაც წვრთნა ჭირდება.
17:16 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
ღმერთს ვთხოვ მუდამ ბედნიერი იყოს , ასე ჯერ არ მყვარებია და მომწონებია ვინმე , ყველამ მაპატიოს , მაგრამ ეს ის შემთხვევაა, მთელი 40 წლის განმავლობაში -სერიოზულად არცერთი მომღერალი არ აღმიქვამს , ალბათ მოხდება რაიმე განსაკუთრებული მის ცხოვრებაში რაც მის ასეთ ნატურალურ პროფესიონალიზმს ხაზს გაუსმევს , მე იმედი მაქვს , მასზეც ბევრია დამოკიდებული-- პროფესიონალიზმს - სხვა მეორე დახმარება სჭირდება ლუკა-!!! შენი პიროვნული!!! იბრძოლე - ყველაფერი მართლა შენზეა - ბუნებამ დიდი საჩუქარი გააკეთა შენზე და შენ დაუფასე- იმედია გაიგებ- ყველა დიდ წარმატებებს გისურვებ, ძალიან განსაკუთრებული ხარ მაგრამ - ნუ მოკლავ იმას რაზეც მილიონობით ადამიანი ოცნებს-ღმერთმა დაგლოცოს მეუღლესთან ერთადე
02:48 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ტკბილად შეაბერდიტ ერტმანტეს, გისურვებ საუკეტესოს და გამრავლებას ერტი ატასად
23:23 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ღმერთმა დალოცოს და გაამრავლოს, ბედნიერებას ვუსურვებთ მთელი გულით!!! უნიჭიერესი ბიჭია და თანაც ძალიან საყვარელი!მსოლიო მასშტაბის წარმატებებსაც იმსახურებს...
18:44 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუცი
გილოცავთ ნიკისა და ლუკას, ძალიან სასიხარულო ამბავია, ღმერთი გლოცავდეთ
15:37 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS