29 სექტემბერი, 2014
კესარია აბრამიძეს სერიალში იღებენ: ''ჩემი გმირი ლამაზი, სექსუალური ქალია...''
ამხელა სცენარი სასწავლი არ მქონია რეჟისორი ოთარ შამათავა ახალ სერიალზე მუშაობს. სერიალს ტელეკომპანია ''იმედზე'' ვიხილავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ სერიალში კესარია აბრამიძე მთავარ როლს ითამაშებს. კესოს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- კესო, გავიგეთ, რომ სერიალში თამაშობ?
- ''ფსიქოპატთა თამაშები'' ასე ჰქვია სერიალს და ჩემი გმირი ლამაზი, სექსუალური ქალია. ძალიან საინტერესო სერიალია. ჩემი გმირი მეშვიდე სერიიდან შევიდა. გადაღებების პროცესი მხიარული და საინტერესოა.
- სერიალს როდის ვიხილავთ?
- ჯერ არ ვიცი.
- ეს შენი პირველი როლია?
- რაღაცებში ვარ
გადაღებული, მაგრამ ამხელა სცენარი სასწავლი არ მქონია.
- გაგიჭირდა?
- ჯერ მხოლოდ რეკლამა გადავიღეთ და არ ვიცი, მერე რა იქნება.
- ცოტა რამ გვიამბე შენს გმირზე.
- ჩემი გმირი ცოტათი მგავს, თუმცა საერთო ჯამში აბსოლუტურად სხვა ვიქნები.
- თქვენს შორის მთავარი მსგავსება რა იქნება?
- ის, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მერი კობიაშვილი

ბეჭდვა