26 სექტემბერი, 2014
გვანცა ბაგრატიონმა მკერდის გაზრდის საიდუმლო გაამხილა - ''ჯვარი დავიწერეთ...''
უბრალოდ ქორწილი, ქეიფი და ამბები არ გვქონია გვანცა ბაგრატიონი ბოლო დროს სოციალურ ქსელში პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს. რეპერს მკერდი აშკარად გაზრდილი აქვს. დავინტერესდით, გვანცამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა თუ არა და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გვანცა, ბოლო დროს ''ფეისბუქზე'' ძალიან გულახდილ ფოტოებს აქვეყნებ. ასეთი მკერდი ბუნებრივად გაქვს?
- ვარჯიშის შედეგია, დიახ, ბუნებრივად მაქვს. ნეტა პლასტიკური ოპერაციის ფული მომცა და ვარჯიშით თავს არ მოვიკლავდი.
- რა ვარჯიშებს აკეთებ, შეგიძლია გაგვიმხილო?
- ყველანაირს. მკერდისთვის სპეციალური ვარჯიშებია, რომელიც მკერდის კუნთებს
ამკვრივებს და ზრდის.

Rating

- როგორ უნდა ივარჯიშონ პატარა მკერდი ვისაც აქვს, რომ მსგავსი შედეგი მიიღოს?
- მკერდის ფორმას გააჩნია. მე პატარა მქონდა და პატარა მაქვს, მაგრამ ფორმა მქონდა ყოველთვის მრგვალი და აწეული. დაწოლილ მდგომარეობაში ჰანტელებით უნდა ივარჯიშონ. ხელები გაშალონ და ჰანტელები ზევით აწიონ, რაც შეიძლება ბევრჯერ.
- დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ?
- ორი საათი მაქვს გამოყოფილი ვარჯიშისთვის.
- სხვა მხრივაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობ?
- რა თქმა უნდა, არასდროს მომიწევია სიგარეტი და არ დამილევია ალკოჰოლური სასმელი. კვებითაც ძალიან წუნია ვარ. ხორცს არ ვეკარები 12 წელია.

Rating

- გვანცა, ქორწილი აღარ გექნება, რომელსაც ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდი?
- გვექნება, როცა საჭიროდ ჩათვლის ჩემი მეუღლე.
- უკვე გათხოვდი?
- უბრალოდ ქორწილი, ქეიფი და ამბები არ გვქონია. ჯვარი დავიწერეთ.
- ვინ არის შენი მეუღლე?
- მე არ მივცემ თავს უფლებას რომ ვთქვა, სანამ თავად არ ჩათვლის საჭიროდ.
- ცოტა დაუჯერებელია, რომ გათხოვდი, არც ჯვრისწერის ფოტოები გაქვს. მერე საიტზე კომენტარებს დაწერენ, რომ იტყუები.
- არ მაინტერესებს მკითხველები რას იტვიან. იმასაც წერდნენ, რომ კაცი ვარ ქალად გადაკეთებული და ასე შემდეგ… თუ არ სჯერათ, ნუ დაიჯერებენ. როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ. თავიანთ ცხოვრებას მიხედონ.
- ბერა ივანიშვილს სიმღერა რომ მიუძღვენი, ამის გამო ხომ არ გაბრაზდა მეუღლე?
- არა, მაშინ შეყვარებულიც კი არ მყავდა.
- ახლა ბერა ამერიკაში წავიდა, მის შემოქმედებას ადევნებ თვალს?
- არა.
- მომავალში სიმღერას მეუღლეს მიუძღვნი?
- შეიძლება. ახლანდელი სიმღერა რაც მალე უნდა გამოვაქვეყნო, ''ქავერია'' და მას ქართულად მივუძღვნი სიმღერას.
- სოციალურ ქსელში გულახდილ ფოტოებს რომ აქვეყნებ, ხომ არ აპროტესტებს?
- არა, მერე ვშლი ხოლმე. ცოტა ხნით ვდებ. ჩემს გვერდზე თავადაც შემოდის და თუ უნდა, წაშლის.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
უცნობი
პ.ს --> ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს...ზომიერებას კაცი არ მოუკლავს ;) იმედია ოდესმე ნახავს ამ კომენტარს და მიხვდება რაც ვიგულისხმე.იმისტვის რომ შენი დადებიტი მხარე შეინარჩუნო უბრალოდ უნდა იყო ზომიერი :) (აგრესიის გარეშე).
01:50 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ერთი პატარა დეტალი მინდა ავღნიშნო,ორგანიზმი ისეთი რამეა რომ მხოლოდ ვარჯიში კი არა არამედ სრულყოფილი კვება თუ მისცემდა კაი შედეგს(დღეში 6 ჯერ მაინც)...როგორც ჩანს მთლიანად სხეულზე სუსტია,მითუმეტეს 12 წელია ხორცს არ ეკარება,ბიკინისტკები სკდებიან ხორცის ჭამით რომ ოდნავ მაინც მკერდი ფუმფულა და მრგვალი გახდეს,ამას კი ძალიან დიდი შრომა უნდა,ფაქტია რომ ტყუილს ამბობს,სილიკონი გაკეთებულია მკერდის კუნთის ქვეშ რის შედეგადაც მკერდი სასურველ ფორმას იჭერს...ასე რომ გვანცი ნაკლები ტყუილი და მეტი სიმართლე აჯობებს,ჩვენ ხომ ბრმები არ ვართ...მითუმეტეს როდესაც ხდება მკერდის გადიდება ვარჯიშებით,ეს უნდა გეტყობოდეს მკლავებზე,მხრებზე...მანდ შანსი არაა რაღაცას გვაბოლებ,ანუ რამხელა მკერდიც გაგიხდა იმხელა სხვაობა უნდა იყოს დანარჩენ კუნთებზეც...მაინც წარმატებებს გისურვებ,ოპერაციის გარეშეც ულამაზესი გოგო იყავი და ბოროტი ხალხის გამო არ გიღირდა მოგეკლა ეს სილამაზე...უფრო გამარჯვებული გამოხვიდოდი შენი ბუნებრივი სილამაზით დამიჯერე,მტრების ჯინაზე მაინც.გისურვებ წარმატებას და ჭეშმარიტ წინ სვლას კარიერაში.
01:44 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ილია
მიყვარს ეს გოგო ! შურიანებს რა დალევს ! გენაცვალე შენ !
18:31 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
მიხარია თუ ასე აზროვნებთ და აფასებთ კარგ ადამიანებს , აქ არ აქვს პირფერობას ადგილი , მეც მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ადამიანს პატარა გოგონაა და ძლიან ბევრს ცდილობს ვინც ცდილობს ის მიაღწევს კიდეც საწადელს
15:03 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
წარმატებებს ვუსურვებ ამ გოგონას ცხოვრებასი მიზანდასახული სერიოზული ადამიანია და ძAლიან მინდა წარმატებას მიაღწიოს ! ისეთი ნახატები აქვს სულში ჩაგწვდება უნიჭიერესი ლამაზი გოგონაა რომელსაც ამ უპატრონო ქვეყანასი ვერ აფასებენ ! და ძAლიან გული მწყდება ასეთი ნიჭიერი ადამიანი ჩიხში რომ არის და ვერ ჩანს ისე როგორც უნდა ჩანდეს , ხალხს ჩამოყალიბებული აქვს ამ ადამიანზე ერთი სტერეოტიპი რათქმაუნდა ყველას არა მაგრამ უგუნურთ ! წარმატებები გვანცა ცხოვრებაში და შენი მიზნები აგსრულებოდეს ! გულით გისურვებ წარმატებას !
13:21 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS