25 სექტემბერი, 2014
სკანდალი ნუნუკა თამაზაშვილის კაბის გარშემო – პრემიერის მეუღლეს ჩაცმულობა დაუწუნეს
სურათი რამდენიმე წუთში  უამრავმა ადამიანმა გააზიარა უკვე რამდენიმე დღეა რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილის პირადი გვერდის საშუალებით სოციალურ ქსელში პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება.

მათ შორის გახლდათ პრემიერის და მისი მეუღლის ერთობლივი ფოტო ბარაკ და მიშელ ობამებთან, რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა პრემიერის გულშემატკივრები ფოტოს ქვევით კომენტარებში წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს მსგავსი ფოტო არ ღირსებიათ, რა საყვარლად აქვთ ერთმანეთზე ხელი ჩაჭიდებული წყვილს...

Rating

სურათი რამდენიმე
წუთში  უამრავმა ადამიანმა გააზიარა და პრემიერსა და მის მეუღლეს ჩაცმულობა დაუწუნეს. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პრემიერის ფეხსაცმელსაც. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს, სადაც ნუნუკა თამაზაშვილის კაბა და ზოგადად ჩაცმულობაა გაკრიტიკებული.

ამ თემაზე ერთ-ერთი დიდი პოლემიკა ჟურნალისტ ნათია კობერიძის ''ფეისბუქის''გვერდზე გაიმართა. ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ სანდრა რულოვსის და მიშა სააკაშვილის ამერიკის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

''ძალიან დიდი სხვაობაა, უმნიშვნელო დეტალებშიც, კი. თუ მიკერძოებული ვარ?''

Rating

პოსტს შემდეგი კომენტარები მოჰყვა:

''ეს ღამისპერანგი კაბა ვინ ურჩია ჩაეცვა''?

''დიდი ხანია ვამბობ, ერთი სტილისტი დაუქირაოს "მეცენატმა" თავის დანიშნულ მთავრობას. "რა ყოფილა, კაცო, ეს ''კრიჟანკობა'', ვაა''

''აუ, არადა ''კაკრას''გადავაწყდი რომ ეგეთ ფოტოს არ ღირსებია წინამორბედიო და დამეზარა ''დასერჩვა''''

''მეც არ მომწონს ეგ ფოტო, არც ნუნუკას სტილი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტა მიკერძოებული პოსტია... მაშინ ნუნუკას სხვა ფოტოებით ვიმსჯელოთ''.

''შავი ლაკი ტუფლები, თავი თეთრი ნასკებითა, რედიკული, კასინკა''

''გგონიათ გოიმობა ჩაცმულობაში გამოიხატება? კიდევ რა არის იცით გოიმობა? ობამას გვერდში პოზიორობის უფლებისთვის ლამის იმპიჩმენტი რომ გამოუცხადეს ერთმანეთს ბიძინას პოლისჯოხებმა. სამარცხვინონი ეგენი არიან თავიდან ბოლომდე, ჩაცმითაც, ქცევითაც, აზროვნებითაც, განათლებითაც და ზოგადად გაქანებითაც''.

''ხრუშოვის ცოლის პონტში, არაა სასიამოვნო უშნოდ ჩაცმული ქალის ხილვა, ასეთ ვიზიტებზე''

''ეგ რომ არ არის პირველი ლედი? კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია. თუ გოიმებზე ვსაუბრობთ, პოზიორობა შუაში კი არა თავშია. კაბებისა კი რა გითხრათ, მე პირადად ვერავის დავცინებ ჩაცმულობის გამო, ქალბატონს მითუმეტეს''.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 95 /
Skandali tkveni jurnalistebis uvicobis bralia,q- nma garibashvilma saertashoriso etiketi daicva.visac Ar gesmit magdeni tsaikitxet DA ganatldit droa.saubedurod jer kidev bnela jurnalistikashi,komentarebze agarapers vambob.
19:41 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ჭირს წაუღია მაგათი ჩაცმა და მაგათი თავიც ცოტა ხალხზე იფიქრონ და რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე ჩაიცვან ან სულაც ლეღვის ფოთოლი მიიფარონ და ისე იარონ,მაგათ აზროვნებას შეეფერება.
22:41 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
თუ ბატონმა ბუბამ მიმინოს ძეგლი ფალოსს შეადარა, ე.ი. მოქანდაკეს პორტრეტული მსგავსებისთვის მიუღწევია-ბრწყინვალე შედარებაა ძმაო ყოჩაღ! ყველა ხელოვანი ფულზე ნამდვილად არ იყიდება(მაგალითად თენგიზ არჩვაძე,გურამ ფირცხალავა)მაგრამ ბუბა მათთან რა შუაშია?მთელი ცხოვრება მოსკოვის მონა იყო და ეხლა მიშკას წმენდს ნისკარტს?საერთოდ ვერ ვიტან როცა ადამიანს გარეგნობის მიხედვით აფასებენ მაგრამ მოზაიკური შიზოფრენიით დაავადებული დორბლიანი ატამან შიშიკო სააკიანცის მომხრეები რო სხვის გარეგნულ ნიშნებზე დაიწყებენ ღადაობას ხო აზრზე ხართ რა დონეა მთლიანი ქვეყანა?
20:13 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გათხოვილი ქალის წესი: ისე უნდა გამოიყურებოდე, რომ ქმარი ეჭვიანობდეს ყოველ ბოძზე, ხოლო ძეგლები თვალს გიკრავდნენ
16:40 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა გინდატ ქარტველებმა რომ არ უკბინონ ისევ ქარტველს არ სჰეიზლება რა მსჰვენიერი ქალბატონია ნაზი ზალიან და მომხიბვლელი სანდრაც არ იყო ცუდი მაგრამ ეს რომ ჯობია ხომ ატყობტ რა გინდატ ბოროტებო ბოროტებო და კიდევ ბოროტებო- მე არცერტტან არ მქონია ურტიერტობა ვიცნობ ტელევიზიიტ მხოლოდ არ იფიქროტ ვინმეს ახლობელი ვარ .ტქვენგან განსხვავებიტ სიმარტლეს ვამბობ
14:56 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS