22 სექტემბერი, 2014
რუსა ჩაჩუამ ჯვარი დიმა ნაფეტვარიძეზე დაიწერა
რუსა და დიმა დიდი ხანია, შეყვარებულები არიან რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი ''ბრავო'' მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობდა, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე ქართულ პრესაში ხშირად წერდნენ.

რუსა უკვე დიდი ხანია, რაც მეუღლეს, არჩილ სახვაძეს გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი – თაზი და ნასტია ჰყავს.

მოგვიანებით მისი რჩეული კომპანია "კაპიტალ ვოსტოკის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძე გახდა.

რუსა და დიმა დიდი ხანია, შეყვარებულები არიან. ერთი
პერიოდი მათ ურთიერთობას ბზარიც კი გაუჩნდა და დაშორდნენ, მაგრამ, მალევე შერიგდნენ და ურთიერთობის ახალ, სერიოზულ ეტაპზე გადავიდნენ.

წყვილმა 21 სექტემბერს სამებაში ჯვარი დაიწერა. გთავაზობთ ქორწილის ამსახველ ფოტოებს.

Rating

Rating


Rating

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჯინო
სულ ბედნიერები ყოფილიყავით!
12:57 / 25-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
რა ლამაზიააა,ბედნიერებას ვუსურვებ წყვილს...ბევრი შვილი გააჩინონ რა...დედასავით ლამაზები
22:24 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS