19 სექტემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი - ''ვისაც არ ვუყვარვარ, მე მაინც მიყვარს...''
ჩემს გულში მარტო სიყვარულს აქვს ადგილი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ თამრიკო ჭოხონელიძის ინტერვიუს, სადაც მომღერალი ხელისუფლებას შეცდომებისკენ მიუთითებდა, ექსტრასენსი ირაკლი ლომაია გამოეხმაურა დაწერა, ''გამოტყდით, რომელმა ''მოტეხეთ'' ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ფული, შენ თუ ეკა კვალიაშვილმაო''. ''რეიტინგთან'' საუბრისას თამრიკო ჭოხონელიძემ აღნიშნა, რომ ''ლომაიას მისამართი შეეშალა და მსგავს სკანდალებში არ აჰყვებოდა''.

ეკა კვალაშვილმა სოციალური ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. მართალია მომღერალს არ დაუკონკრეტებია ვის ეხებოდა, მაგრამ მომხდარის შემდეგ რთული არ არის, მკითხველმა ადრესატების ვინაობა მარტივად ამოიკითხოს.

''ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ, ასე
ვგრძნობ... მინდა გითხრათ და გეუბნებით, მე თქვენ მიყვარხართ! ვისაც არ ვუყვარვარ, მე მაინც მიყვარს. ჩემს გულში მარტო სიყვარულს აქვს ადგილი. იყავით ბედნიერები, შეიყვარეთ, გაიღიმეთ. გათავისუფლდით ნეგატივისგან, რომელიც თქვენი სიცოცხლის და ცხოვრებისათვის საჭირო ენერგიის მომცემი იქნება და გაძლიერდება. გავაძლიეროთ სიყვარული და სიკეთე.
გახსოვთ ჩემი სიმღერა წლების წინ ნამღერი:

''გვიყვარდეს ერთმანეთი გვიყვარდეს,
სიკეთე ვთესოთ დედამიწაზე.
ბავშვური გულწრფელობით ვუსურვოთ, ერთმანეთს სიკეთე, სიკეთე''…
გკოცნით!'' - წერს მომღერალი.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:)
ფსიქოლოგმა დაარიგა ასე იცხოვრეო, კარგიაო :))
19:54 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაზო
შენ გეხუტუნე ეკა. სულით მდიდარო და ნიჭიერო ადამიანო. ახლოს რომ ვიყო მაგრამ მოგეფერებოდი.........
15:45 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS