18 სექტემბერი, 2014
ირმა ნადირაშვილი მეორედ გათხოვების ამბავს ეხმაურება
სააგენტომ ირმა ნადირაშვილის და გიო სულხანიშვილის სასტუმროში გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა „სანამ აქ ჩვენ აქ ბარბარე რაფალიანცის საკითხზე საპარლამენტო განხილვა გვქონდა, ღარიბაშვილის კანტორამ თავიდან გამათხოვა. მოკითხვა ღარიბაშვილს და ზედელაშვილს“, - წერს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში. 

ინფორმაცია, ირმა ნადირაშვილის მეორედ გათხოვების შესახებ, დღეს ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით  ირმა ნადირაშვილი, მეუღლეს ჩუღურეთის რაიონის ყოფილ გამგებელს დათო დაღელაშვილს გაშორდა, ხოლო მისი ახალი გატაცება ჟურნალ "ფორბსის" ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორი გიო სულხანიშვილი, იგივე "სუხო" გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით ირმას და
სუხოს იმდენად უყვართ ერთმანეთი, რომ გადაწყვიტეს თავისი მომავალი ცხოვრება ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ და ყველასთვის მოულოდნელად 29 აგვისტოს ყაზბეგში გაიპარნენ და ჯვარიც დაიწერეს. თაფლობის რამდენიმე დღე კი გუდაურში ჰქონდათ.

ასევე წერდნენ, ირმა ნადირაშვილი საგულდაგულოდ ცდილობდა ეს ამბავი არავის გაეგო და სასტუმროშიც კი თავზე გადახურული "კაპიშონით" დადიოდა, მაგრამ მისი ბედნიერების თანამოზიარე მეგობრებმა, არ დაინდეს და „კაპიშონიან“ ირმას და მის მეუღლე სუხოს, სურათები გადაუღეს, რომელსაც მერე სიცილით უზიარებდნენ ერთმანეთს.

იმასაც ამბობენ, რომ თურმე მგობრების საქციელმა ირმა ისე გააბრაზა, რომ ორი დღის შემდეგ, 29-ში დაწყებული თაფლობის წუთები 31 აგვისტოს მიუტოვებია და თავის  მეუღლესთან გიო სულხანიშვილან ერთად თბილისში დაბრუნდაო.

სააგენტომ ირმა ნადირაშვილის და გიო სულხანიშვილის სასტუმროში „კაპიშონით“ გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.

როგორც ირმა ნადირაშვილის „ფეისბუქის“ სტატუსიდან ჩანს, დეპუტატი, მეორედ გათხოვების ამბავს არ ადასტურებს და გავრცელებულ ინფორმაციას იუმორით უყურებს.


სალომე დადიანი
ბეჭდვა