18 სექტემბერი, 2014
"დაუბანელი რომ მენახე, დიდხანს ვიფიქრებდი, მომეყვანე თუ არა ცოლად...''
ია მეუღლის კომენტარს იუმორით შეხვდა, თუმცა სთხოვა წაეშალა მსახიობმა ია ფარულავამ ''ფეისბუქზე'' წლების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. "მაშინ მოდაში იყო კინოფილმი ''ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება'' და ვინც უფრო მეტად ჰგავდა ბოშას, მით უფრო ლამაზი იყო,'' - წერს ია. ია ფოტოზე ძალიან  ლამაზად გამოიყურება. ''ველური სილამაზეა,'' - ასე შეაფასეს სურათები იას მეგობრებმა.

კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ სურათები წლების წინ გია ბარამიძემ გადაიღო, რეომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში იას ერთ-ერთმა მეგობარმა შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუწერა, ''ამ
ფოტოზე ლამაზ იას კი არა, თვეების დაუბანელ და დაუვარცხნელ იას ვხედავ''.

კომენტარს იას მეუღლე ტარიელ სუარი გამოეხმაურა. ''ასეთი დაუბანელი რომ მენახე,
დიდხანს ვიფიქრებდი, მომეყვანე თუ არა ცოლად, ახლაც ასეთი დაუბანელია, გვერდზე მიწევს და ყარს'' - დაწერა სუარმა.

ია მეუღლის კომენტარს იუმორით შეხვდა, თუმცა სთხოვა წაეშალა.

ცოლ-ქმრის ხუმრობა სოციალურ ქსელში აიტაცეს. ''არ არსებობს კაცი ამ ქვეყნად, რომელიც ამ დაუბანელ გოგონაზე არ ოცნებობდეს'' - ასეთ დასკვნამდე მივიდა იას ერთ-ერთი მეგობარი.

Rating

სალომე დადიანი

ბეჭდვა