18 სექტემბერი, 2014
"დაუბანელი რომ მენახე, დიდხანს ვიფიქრებდი, მომეყვანე თუ არა ცოლად...''
ია მეუღლის კომენტარს იუმორით შეხვდა, თუმცა სთხოვა წაეშალა მსახიობმა ია ფარულავამ ''ფეისბუქზე'' წლების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. "მაშინ მოდაში იყო კინოფილმი ''ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება'' და ვინც უფრო მეტად ჰგავდა ბოშას, მით უფრო ლამაზი იყო,'' - წერს ია. ია ფოტოზე ძალიან  ლამაზად გამოიყურება. ''ველური სილამაზეა,'' - ასე შეაფასეს სურათები იას მეგობრებმა.

კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ სურათები წლების წინ გია ბარამიძემ გადაიღო, რეომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში იას ერთ-ერთმა მეგობარმა შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუწერა, ''ამ
ფოტოზე ლამაზ იას კი არა, თვეების დაუბანელ და დაუვარცხნელ იას ვხედავ''.

კომენტარს იას მეუღლე ტარიელ სუარი გამოეხმაურა. ''ასეთი დაუბანელი რომ მენახე,
დიდხანს ვიფიქრებდი, მომეყვანე თუ არა ცოლად, ახლაც ასეთი დაუბანელია, გვერდზე მიწევს და ყარს'' - დაწერა სუარმა.

ია მეუღლის კომენტარს იუმორით შეხვდა, თუმცა სთხოვა წაეშალა.

ცოლ-ქმრის ხუმრობა სოციალურ ქსელში აიტაცეს. ''არ არსებობს კაცი ამ ქვეყნად, რომელიც ამ დაუბანელ გოგონაზე არ ოცნებობდეს'' - ასეთ დასკვნამდე მივიდა იას ერთ-ერთი მეგობარი.

Rating

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
სახელები
სოსკია და სონა...
16:07 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მანიალი ექიმი
სატრაბახო ვენახები აქვს სექსითა და ოხვრითა
09:04 / 28-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯჯჯჯჯ
სწორედ რომ განდიდების მანიითაა შეპრობილი ია მაგრამ არაფერი გააჩნია რომ იტრაბახოს ყმაწვილქალობის სურათებისა,რომელსაც გამოგვიფენს ხოლმე ფეისბუკზე...სასაცილოა.ქლო შვილი აგეჩინა და იმით გეამაყა.ალფონსი ტარასას ხელში კიდე კარგადა ხარ
16:23 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ბრმა უნდა იყო რომ იას სილამაზე არ დაინახო.. ქალი რომელიც უზომოდ ბუნებრივია და სწორედ ამაშია მისი ხიბლი. საბედნიეროდ ხელოვნური მანერებით, განდიდების მანიით შეპყრობილ ვარსკვლავებს არ გავს როგორებიც უხვად გვყავს და ძალიან მოსაბეზრებლებიც არიან! ია საუკეთესოა!!!!!
11:44 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ხახახახა...
რობერტ დენიროს რჩეულსა... სუარი შემომეყარა....
10:32 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS