18 სექტემბერი, 2014
თამრიკო ჭოხონელიძის პირველი კომენტარი - "ეკა კვალიაშვილი ჩემს მიმართ იმას არ იკადრებდა, რაც ამ ვიღაც ლომაიამ დააბრალა...''
იმ პერიოდში რამდენიმე საღამოს დავესწარი ისეთს, სადაც ეკა მღეროდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთში თამრიკო ჭოხონელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მომღერალი ახალ მთავრობას შეცდომებზე მიუთითებდა და თავის გულის ტკივილს გამოხატავდა. ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომღერალი ხალხის ნაწილმა გააკრიტიკა. მათ შორის იყო, ექსტრასენსი ირაკლი ლომაია, რომელმაც მომღერალი ფულის "მოტეხვაში'' დაადანაშაულა. `გამოტყდით, რომელმა მოტეხეთ ფული ჩემი წინგის პრეზენტაციიდან შენ თუ ეკა კვალიაშვილმა,'' - წერდა ლომაია.

თამრიკოს დავუკავშირდით და ვთხოვეთ აეხსნა, რას გულისხმობდა ექსტრასენსი.

- ამ ადამიანის
გახსენებაზე უარყოფითი რეაქცია მქონდა ყოველთვის. ერთი დასკვნა მხოლოდ მისი ქცევიდან გამოვიტანე. ეს არის სკანდალებით მოსული ადამიანი და ასეთივე სკანდალებით სურს გაახსენოს თავი ქართულ საზოგადოებას. მინდა ვუთხრა მას, რომ მისამართი შეეშალა, მსგავს სკანდალებში არ ავყვები!
- მისი წიგნის პრეზენტაციაზე არ ყოფილხარ?
- სასაცილოა, რასაც ის ყვება. მე მოგიყვებით სიმართლეს. ერთ დღეს ჩემთან სტუდიაში ნამვილად მოვიდნენ ხსენებული ექსტრასენსი და ეკა კვალიაშვილი და მომცეს მოსაწვევი, რომ ამ ადამიანის წიგნის პრეზენტაციას დავსწრებოდი. პირველი კითხვა რაც დავსვი იყო შემდეგი, იმღერებდა თუ არა ეკა ამ საღამოზე, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. გულწრფელად გეტყვით, ზუსტად არ მახსოვს წიგნის პრეზენტაცია იყო ეს თუ სხვა რაიმე საღამო, რადგან იმ პერიოდში რამდენიმე საღამოს დავესწარი ისეთს, სადაც ეკა მღეროდა. ერთ-ერთზე ეს გაურკვეველი არსება ვნახე. მომესალმა და ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა.
- ანუ შენ იმ საღამოზე არ გიმღერია?
- არა.
- მაშ რა ფულის მოტეხვას გაბრალებს?
- კაცი, რომელიც ყველანაირ სიბინძურეზე მოაწერს ხელს, მისგან აღარაფერი მიკვირს. ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. შეურაცხმყოფელია ჩემთვის ვილაპარაკო ვიღაც ლომაიაზე.
- ეკა კვალიაშვილს თუ ელაპარაკე ამ ამბის შემდეგ?
- არა და მგონია, რომ ეკა კვალიაშვილი ჩემს მიმართ იმას არ იკადრებდა, რაც ამ ვიღაც ლომაიამ დააბრალა.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა