ქალბატონი ეთერი ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, რომლსაც ცხოვრების წესის შეუთავსებლობის გამო ქორწინებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ დაშორდა. ''ის ჩემს გასტროლებს ვერ
სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი ალეკო, რომელსაც ალეკუნას ეძახის. მართალია, ორი კვირის წინ ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრე სახლში მომღერალს, მაგრამ არც თავად უთქვამს რაიმე შვილის დაქორწინებაზე და არც მე შემიმჩნევია ოჯახის ახალი წევრი. რამდენიმე დღის წინ კი მოულოდნელად გავიგე, რომ ქალბატონი ეთერი ბებია გახდა. რასაკვირველია დავურკე და ამბები გამოვკითხე.
- გილოცავთ, ქალბატონო ეთერ ბებიობას. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ პატარა.…არ ვიცოდი თუ რძალი გყავდათ, რატომ მალავდით?
- რა ვიცი, გვინდოდა ბავშვი დაბადებულიყო და მერე გაგვეხმაურებინა ეს ამბავი. ჩემი რძალი ნინო მელაშვილი გახლავთ, პროფესიით ჟურნალისტ-ფილოლოგია, ორი წელია ნინო და ალეკუნა ერთად არიან, მიდი-მოდიოდნენ აქეთ-იქეთ, ხან ჩემთანაც რჩებოდნენ, რამდენიმე დღის წინ კი, მას შემდეგ, რაც შვილიშვილი შემეძინა, ჩვენს სახლში გადმოვიდნენ. პატარა მარიამი 11 ივნისს, საკეისრო კვეთით მოევლინა ამ ქვეყანას, თქვენი საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ ზაზა სინაურიძეს. ბავშვი 3 კილოსა და 100 გრამს იწონის, სიგრძეში კი 51 სმ-ია. როდესაც სახელზე ფიქრობდნენ, მაშინვე ვუთხარი, ეთერი არ დაარქვათ-მეთქი და არჩევანი მარიამზე შეაჩერეს. ამ პატარას სახლში შემობრძანების შემდეგ გადარეული ვარ, ძალიან მიხარია ნუუუუუუუუ... დიდი ბედნიერება ყოფილა შვილიშვილი.
სპეციალურად საიტისთვის
ციცი ომანიძე