16 სექტემბერი, 2014
სალომე ტეტიაშვილს ბინა აჩუქეს? - ''მეგონა სიმღერისთვის დამიძახეს...''
ხვალ გადაცემა რომ გავა ეთერში დილის რვა საათზე ნუ დამირეკავთ დაიწყო ახალი სეზონი და ტელევიზიებმაც განაახლეს გადაცემები. ''რუსთვი 2''-ის ეთერით ''ნანუკას შოუს'' რეკლამა გადის, სადაც ჩანს ლამაზი სახლი, ბევრი ცნობილი ადამიანი ამ სახლში და მომღერალი, სალომე ტეტიაშვილი დედასთან ერთად. დედა-შვილის ემოციური კადრი ბადებს ეჭვს, რომ სალომეს ნანუკას შოუმ ბინა აჩუქა. ამიტომ შევეცადეთ დაგვესწრო გადაცემისთვის და სალომესთან გადაგვემოწმებინა ეს კარგი ახალი ამბავი.

- სალომე, ''ნანუკას შოუს'' რეკლამა ვნახეთ. მოგილოცო, ბინა გაჩუქეს?
- სად ჩანს, რომ ბინა
მაჩუქეს?
- ჩანს ბინა, სხვა ცნობილი სახეები და შენ და დედა, ემოციები, როგორ იფარებ ხელებს სახეზე…
- სანამ გადაცემა ეთერში არ გავა, ჯერ არაფრის თქმის უფლება არ მაქვს.
- ვერ დამიდასტურებ, რომ ბინა გაჩუქეს?
- ნამდვილად ვერ დაგიდასტურებ.
- მაშ, რატომ გქონდა გაოცებული სახე, რამ გამოიწვია შენი ემოცია?
- იმ მომენტში იმდენი კარგი რამ გავიგე, ემოციები ვეღარ შევიკავე.
- ჩვენ მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ნანუკა სიურპრიზს გიმზადებდა...
- ვერაფერს გეტყვით, სანამ გადაცემა არ გავა ეთერში…
- ბინა, რომელიც გაჩუქეს, ტერიტორიულად სად არის?
- (იცინის) არ უჩუქებიათ ბინა. ხვალ გადაცემა რომ გავა ეთერში, ნახავთ. რეალითი შოუს იწყებს ნანუკა და ამას უკავშირდებოდა ეს გადაღება. ყველას ჰგონია, რომ ბინა მაჩუქეს, მირკავენ, მწერენ. რომ მივედი, მეგონა სიმღერისთვის დამიძახეს. იქ გავარკვიე, რომ მეც ვმონაწილეობ ამ შოუში და ძალიან გამიხარდა. ეს იყო ზუსთად ჩემი ემოციების მიზეზი.
- მუსიკალური იქნება ეს რეალითი შოუ?
- არა, მხოლოდ მომღერლები არ არიან მონაწილეები.
- სხვა რა სიახლეები გაქვს კარიერაში?
- ''რუსთვი 2'' ძველ პროექტს, ''ბრავო'' ანახლებს, სადაც მეც ვმონაწილეობ, ისრაელში მივდივარ რამდენიმე ქართველ მომღერალან ერთად, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტს გავმართავთ.
- მადლობა კომენტარისთვის.
- არაფრის და ხვალ გადაცემა რომ გავა ეთერში დილის რვა საათზე ნუ დამირეკავთ (იცინის), მთავარია, გპირდები, რომ ექსკლუზივს თქვენ მოგცემთ.

ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ბესო
სალომე ულამაზესია.და უმაგრესი მ მომღერალიაგამიხარდება ტუ მართლა ბინას აჩუქებენ.
08:34 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თოკა შენგელია
:) მე ვაჩუქე მე !!
19:32 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS