15 სექტემბერი, 2014
მარიამ როინიშვილის დიეტა – ''ეს ის დიეტა არაა, რომელიც მშიერს დაგტოვებს...''
800-დან 900-მდე კალორიას ვიღებ მომღერალ მარიამ როინიშვილზე ვერასდროს ვიტყოდით, რომ მსუქანია, მაგრამ მომღერალმა გადაწყვიტა, დიეტოლოგ ნატა გაგუას რჩევებით დაეკლო წონაში და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

- მარიამ, ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში ხარ. გავიგეთ რომ ნატა გაგუას დიეტით გახდი. შეგიძლია გაგვიმხილო, წონაში დაკლების საიდუმლო?
- წონაში დაკლება ინდივიდუალურია. შემიძლია, ვთქვა, რომ დგეში ოთხჯერ ვიკვებები. ადრე ვწონიდი რასაც ვჭამდი. ახლა აღარც ვწონი, რადგან უკვე თვალით ვხვდები, რა რამდენია... ჩემთვის საკმაოდ ადვილი გასაკეთებელი ამოჩნდა ეს დიეტა და უდიდესი მადლობა
მინდა გადავუხადო ჩემს დიეტოლოგს. მას მადლობას ვუხდი, იმ ადამიანების სახელითაც, რომლებსაც მართლაც რომ ცხოვრება გაუხალისათ...
- როგორია შენი დღის რაციონი?
- რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული... ყველაფერი დოზირებულად, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ის დიეტა არაა, რომელიც მშიერს დაგტოვებს...
- რამეზე უარი თქვი? არის ისეთი, რამ რასაც საერთოდ არ ჭამ?
- კი, მაგალითად კარტოფილი. რომელიც ძალიან მიყვარს... და არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მისი კალორიულობის გამო... მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია, ჩემი თუნდაც ერთკვირიანი დიეტა, რომ საერთოდ არ მახსენდება ის აკრძალული საკვები.
- დღის განმავლობაში რამდენი კალორია უნდა მიიღო?
- ეგ არ ვიცი, მაგისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. მთავარია, მშიერი არ ვარ. დაახლოებით ალბათ 800-დან 900-მდე კალორიას ვიღებ.
- წონა არ გაწუხებდა. დიეტის დაწყება რატომ გადაწყვიტე?
- ძალიან მომატებული ვიყავი და შემაწუხა... ვერაფერში ვეღარ ვეტეოდი. გარდა ამისა, ჩემი ჯანმრთელობისთვისაც არ იყო ზედმეტი წონა კარგი. მივხვდი, რომ დრო იყო დამეწყო დიეტა, მაგრამ დიეტა ჩემთვის ყოველთვის დიდ ფსიქოლოგიურ სტრესთან იყო დაკავშირებული და ამ დროს მომევლინა ქალბატონი ნატა... რომელმაც დამინგრია დიეტის სტერეოტიპები და ჯანსაღ კვებაზე გადამიყვანა. ეს არის უბრალოდ ჯანსაღი კვება და არანაირი დიეტა.
- სასურველ შედეგს რომ მიაღწიე, ალბათ ახლა სულ კარგ განწყობაზე ხარ.
- მხოლოდ წონაზე რომ იყოს ჩვენი განწყობა დამოკიდებული კარგი იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი შედეგი მოქმედებს განწყობაზე.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ეგონა გუნავა
ხალხო რა დიეტები აგიტყდათ? სწორად იკვებეთ, ამოიღეთ რაციონიდან შაქარი, ცხიმი და ცომი, თეთრი პური ჩაანაცვლეთ შავით, მეტი ცილა, მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული, 2 ლიტრი წყალი და ფეხით სიარული. ეს არის ჯანსაღი კვება და დაიკლებთ აუცილებლად, შეიძლება ისე მალე ვერა როგორც თქვენ გინდათ, მარა ნელნელა დაკლება ჯობს ერთბაშად დაკლებას. ეს დიეტოლოგები მეტს კი არაფერს ნიშნავენ? აი ამაში იღებენ ფულს
17:20 / 01-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მომწერეტ ნატას ტელეფონი
08:31 / 13-02-2016
გამოხმაურება / 0 /
:)))
ნატა გაგუას რეკლამა ნამდვილად არ სჭირდება :)))
15:43 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მეჩვენება თუ ნატა გაგუას რეკლამიზაცია ხდება ? :))
20:18 / 08-02-2015
გამოხმაურება / 0 /
nini
Natas nomeri momweret tu shegidzliat
23:34 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS