13 სექტემბერი, 2014
კესარია აბრამიძემ ანა მარგველაშვილი "ტუსოვკებზე" გაიცნო
პრეზიდენტის ქალიშვილის დამცველებს კი აღიზიანებთ, რომ ანას გართობის ამსახველი ფოტოები სხვადასხვა საიტებზე ხშირად ხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი-ანა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იქცევს პრესის ყურადღებას. ანა წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ ისევე ერთობა, როგორც მოსკოვში. მის მსგავსად დღეს თბილისში ბევრი გოგონა ცხოვრობს, თუმცა ანას ბევრი აკრიტიკებს. ამბობენ, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის შვილი რომ არის და მოკრძალებულად იქცეოდესო.

პრეზიდენტის ქალიშვილის დამცველებს კი აღიზიანებთ, რომ ანას გართობის ამსახველი ფოტოები სხვადასხვა საიტებზე ხშირად ხვდება. ეს ამბავი
ნამდვილად არაა გასაკვირი. პრეზიდენტების შვილები ყველა ქვეყანაში ყურადღების ცენტრში ექცევიან და მათ უნდათ თუ არა, ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ.

დღეს სოციალურ ქსელში ანა მარგველაშვილის და კესარია აბრამიძის ფოტო გავრცელდა. კესოს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- კესო, ანა როდის გაიცანი?
- თბილისი პატარაა. ყველა ყველას იცნობს. საერთო მეგობრები, ტუსოვკები... კონკრეტულად ანას გაცნობის დღე და რიცხვი არ მახსოვს.
- ფოტო სადაა გადაღებული?
- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ლაუნჯში გადავიღეთ.
- პოლიტიკურ ამბებს ადევნებ თვალს? რა აზრის ხარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებაზე? ანასთან ამ თემაზე გისაუბრია?
- არ გვისაუბრია. არც ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ვის დაუპირისპირდა. ზოგადად აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ხხხხხხხ
კესო ლამაზი ხარ მაგრამ კაცის სახე გაქვს მოყვანილობა და ასე შ...
08:43 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა კარგები ხართ ორივე. კოცნებიიიიიიიიიი....
13:32 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS