13 სექტემბერი, 2014
თაკო გაჩეჩილაძე „ფეისბუქს“ ტოვებს - "არ ვარ შიშველი, ამ ფოტოებში ბიუსტჰალტერი მაცვია..."
ფოტოებმა ყველა ინტერნეტპორტალი მოიარა გუშინ სოციალურ ქსელში თაკო გაჩეჩილაძემ ძალიან ლამაზი ფოტოსესია გამოაქვეყნდა, სადაც ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მომღერალი წელს ზევით შიშველი გახლდათ.

ფოტოებმა ყველა ინტერნეტპორტალი მოიარა და თაკომ ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია. მოგვიანებით მომღერალმა დაწერა, რომ "ფეისბუქს" აუქმებდა, რაზეც ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ თაკოს ეს გადაწყვეტილება სურათების გამოქვეყნებით გამოწვეული რეაქციის გამო მიიღო.

რაზეც მომღერალმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"რაღაც სისულელეებს ნუ იგონებთ, "ძვირფასო ჟურნალისტებო". თითქოს რაღაცის გამო ვშლი "ფეისბუქს". მომბეზრდა და მარტო ეს არის მიზეზი. და კიდევ,
რაც მთავარია, რაოდენ გასაკვირიც არ ინდა იყოს, არ ვარ შიშველი ამ ფოტოებში. ბიუსტჰალტერი მაცვია. იმედია ახლა თქვენც დაწყნარდებით და დანარჩენები..." - წერს თაკო.

თაკო გაჩეჩილაძის მკერდმოშიშვლებულმა ფოტოებმა მომღერლის მეგობრები შოკში ჩააგდო

სალომე დადიანი
ბეჭდვა