12 სექტემბერი, 2014
ეკო ფანგანი გიორგი აბაშიძესთან სასიყვარულო ურთიერთობაზე პირველ კომენტარს აკეთებს
გავრცელებულ ჭორს ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მედია საშუალებებში გიორგი აბაშიძის საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთ მოტივზე წერენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საქართველოში ერთ-ერთ ტელესახესთან, ეკო ფანგანთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა.

გიორგი აბაშიძისა და ეკო ფანგანის რომანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გიორგის მოსკოველი საცოლე ჰყავს", – ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას აბაშიძის ახლო მეგობარი.

გავრცელებულ ჭორს ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

''საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ყოველთვის ვერიდები ჟურნალისტებზე რაღაცის დაწერას, თითქმის ყველა მეგობრებში მყავს და ბევრ მათგანს დიდ
პატივს ვცემ, როგორც ჟურნალისტს და ადამიანს, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ჟურნალისტების დიდი ჯგუფის არაპროფესიონალიზმი და უკაცრავად და სიბანძე!

უწიგნურობაზე, გაუნათლებულობაზე და ელემენტარული გრამატიკის არ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ. მეგობრების პირადი ფოტოალბომებიდან ამოღებული ფოტოებით საკუთარი მწირი ფანტაზიით შექმნილი ისტორიების გამოქვეყნება, მეტყველებს ამ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე და ის გვერდები კი, სადაც ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია იბეჭდება, არის ყოვლად შეუმდგარი საცოდავი ვითომ მედია სივრცე!

მართლა ცოდოა ყველა, ვინც ჩემი და გიორგი აბაშიძის უაზრო ისტორია თავისით ააგორა, მეც და გიორგისაც რაღაცეები მოგვაკერა და ამდენი თვეა იმეორებს! ფოტო გადაღებულია გაზახულზე ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე! მას მერე არც მინახავს გიორგი აბაშიძე,თუმცა ბავშვობიდან ვმეგობრობ, რადგან ძალიან ადრე, მამაჩემი რამდენიმე წელი აჭარაში მოღვაწეობდა!

Rating

გასაგებია?! თქვენ ხომ არაფერი გაეგებათ ჟურნალისტობის და იმას მაინც მიხვდით, რომ თქვენი ბანძი ჭორების გამო, სხვა ადამიანებს შეიძლება ზიანი მიადგეს, მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვის აქვს! ყველას, ვინც ამ პოსტს თავის თავზე მიიღებს, წარმატებას ვუსურვებ!''

გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ხატია
ნარკომანი ვის რად უნდა,თორემ აბა ერთი მაყუთიან ბიზნესმენზე დაეწერათ ხვდებაო...დარწმუნებული ვარ გაუხარდებოდა:)
10:25 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ფრთხილად გოგონი შენც ქეთი მერკვილაძესავით არ დაგემართოს.ქართველი "ვარსკვლავების" ცნობადობა ხომ მთლიანად ჟურნალისტების დამსახურებაა
11:05 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მანუჩარი
სრულიად გეთანხმებიიტ. ერთი სულიი ააქვთ როდის რას გაიგებენ ჩვენიურნალისტები რო რაგააც გაოაქვეკნონ. ეს არის ჯეერ ავის დამცირება და მერეე სვისი დამცირებაა ეგეტი ადამიანი არა ადამიანად მიმაჩნია ვინცარუნდა იკვეეს
04:34 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS