11 სექტემბერი, 2014
ლიზა ყენია: ''ცოტა მეშინია, არ ამკუწონ...''
საკუთარი აზრი დააფიქსირა მომღერალ მაია ჯაბუას შვილმა ლიზა ყენიამ ბოლო დროს საქართველოში შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით ცნობილი ქართველები საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებენ.

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა დაწერა ''ჭიკაიძე, ან იმუშავე, ან წადი. ყოველდღე ვიღაცას კლავენ''.

''მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში" - წერდა ნინი ბადურაშვილი.

საკუთარი აზრი დააფიქსირა მომღერალ მაია ჯაბუას შვილმა ლიზა ყენიამ, რომელიც ბოლო დროს თამამი ფოტოების გამოქვეყნებით გახდა პოპულარული.

შექმნილმა მდგომარეობამ ლიზა აღაშფოთა და დაწერა: ''უკვე ვფიქრობ, რომ საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება''.

ქვეყანაში, სადაც სამი წლის ბავშვს აუთოვებენ, მართლა საშიშია ხალხთან ურთიერთობა, წერს ლიზას მეგობარი.

ლიზა მეგობრის კომენტარს დაეთანხმა და დაწერა ''ცოტა მეშინია, არ ამკუწონ''.

სალომე დადიანი

ბეჭდვა