10 სექტემბერი, 2014
გახდა თუ არა დუტა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერი
''იმედზე'' იგეგმება ახალი პროექტი მთელი ზაფხულია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუტა სხირტლაძე ახალი სეზონიდან ნოე სულაბერიძეს ჩაანაცვლებს და ''იმედზე'' ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მთავარი პროდიუსერი სწორედ ის იქნება. ხმები იმის შესახებ, რომ ნოე სულაბერიძეს ტელეკომპანიიდან ათავისუფლებდნენ და შესაბამისად, ის ამ პროექტსაც ვეღარ გააკეთებდა, თბილისში დღემდე დადის.

თავად პროდიუსერმა ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ ჟუნალ ''რეიტინგთან'' საუბრისას არ დაადასტურა, თუმცა ახალი სეზონიდან მაინც ამბობდნენ, რომ ''იმედის'' ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ''ცეკვები'' დუტასთვის ჩაებარებინა. ამას ხან ბოლო სეზონის ნაკლებ რეიტინგს აბრალებდნენ,
ხან თითქოსდა ფულთან დაკავშირებულ გარიგებებს, სადაც ნოე სულაბერიძე იყო ჩართული, თუმცა ეს ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.

დუტა სხირტლაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

- დუტა, ერთ გავრცელებულ ინფორმაციაზე მინდა გკითხოთ…
- რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერი გავხდი? არა ვარ პროდიუსერი, ვარ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' კარგი წამყვანი (იღიმის).
- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, საიდან გავრცელდა ეს ჭორი?
- ნამდვილად არ ვიცი… რომც შემოეთავაზებინათ, მაინც არ დავთანხმდებოდი.
- ვინ აკეთებს ''ცეკვების'' ახალ სეზონს?
- აბსოლუტურად იგივე გუნდი, ''იმედი'' და ვინც ამ პროექტზე მუშაობდა აქამდე.
- როდის ხსნით სეზონს?
- ოქტომბერში, ოღონდ კონკრეტულად თარიღი არ ვიცი, მე მაპატიეთ.
- რაიმე ახალ პროექტშიც ხომ არ გამოჩნდებით?
- ''იმედზე'' იგეგმება ახალი პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ. საინტერესო პროექტია, რომლის წამყვანიც ასევე ვიქნები. დაელოდეთ ოქტომბერს (იღიმის).

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS