09 სექტემბერი, 2014
ვახო სანაია თურქეთის მარგალიტზე ''დაინიშნა''
ჟურნალისტს თურქი მსახიობი ბერენ საათი რომ ძალიან მოსწონს ''მაესტროს'' საინფორმაციოს წამყვანი ვახო სანაია თურქ მსახიობ გოგონაზე ''დაინიშნა''. სოციალურ ქსელში ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა დაწერა და ბერენ საათის ფოტოც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჟურნალისტის ხუმრობაა.

თუმცა მეგობრებმა მისი გადაწყვეტილება მაინც მოიწონეს, ზოგი კითხვას უსვამდა, ხომ არ დაავიწყდა, რომ ამერიკაში მდიდარი და ხანშისესული ქალბატონი ელოდება.

ჟურნალისტს თურქი მსახიობი ბერენ საათი რომ ძალიან მოსწონს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადრეც დაწერა. მსახიობის გათხოვების ამბავიც რთულად გადაიტანა. ''ჩემი
გული გათხოვდაო'', გულისტკივილით აღნიშნა, როდესაც გაიგო, რომ მსახიობმა, თურქული გარეგნობის ცოტა პუტკუნა და ულვაშებიან მილიონერზე იქორწინა.

იმედია, სანაიას ოდესმე ოცნება აუსრულდება და ცოლად თუ არ მოიყვანს, პირადად მაინც გაიცნობს თურქეთის მარგალიტს.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ს.დ-ს
არანაირ პუტკუნა,ულვაშიანსმილიონერს არ გაყოლია,კენან დოგულუს გაყვა პოპ მომღერალს,რომელსაც სამი წელი ხვდებოდა.ულვაშიანი ბულენტ ინალი იყო,ცნობილი მსახიობი.
15:00 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო პაპა
ბიჯო,ბიჯო ბიჯოოოოოო.
12:59 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS