05 სექტემბერი, 2014
ბერას ამერიკული ფართის ექსკლუზიური დეტალები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით
გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, წვეულების გამო, ბევრი მაღალპროფილიანი კლუბი დაიხურა 23 აგვისტოს ბერას VMA დაჯილდოების წინა ფართი ჰქონდა, კრის ბრაუნთან და პია მიასთან ერთად. ფართი ბერამ თავად გამართა და ორ მეგობართან ერთად ბევრ სტუმარს უმასპინძლა. სტუმრების რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა და წვეულებას ბევრი დაუპატიჟებელი სტუმარიც ეწვია, რომელთა შორისაც ბევრი ვარსკვლავი იყო.

Rating

გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, წვეულების გამო, ბევრი მაღალპროფილიანი კლუბი დაიხურა, რადგან ვარსკვლავები, რომლებიც სხვა წვეულებებს უნდა დასწრებოდნენ ბერას წვეულებას ესტუმრნენ.

Rating

მათ შორის იყვნენ: ჯასტინ ბიბერი,
რეპერი გეიმი, ბასტა რაიმსი, ლუდაკრისი, კენდალ და კაილი ჯენერები, ელ ვარნერი და სხვა.

Rating

ძალიან მალე ბერას ამერიკული პროექტი გამოვა. კონკრეტულად თუ როდის ვიხილავთ მის ახალ ნამუშევრებს ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებენ.

Rating

ერთი, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ბერა მუშაობს Bu Thiam-თან ერთად, რომელიც Def Jam-ის ვიცე პრეზიდენტი და ასევე კრის ბრაუნის მენეჯერია.

Rating

აღნიშნული ინფორმაცია, სტუდიის პრესსამსახურმა დაადასტურა.

რეიტინგი
ბეჭდვა