03 სექტემბერი, 2014
ნინი ბადურაშვილი: „მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში“
გუშინ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ლილოში გუშინ ღამე აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე მეტსახელად კოშკა მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.

მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

გუშინ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ლილოში, სადაც ასევე ახალგარდა ბიჭი მოკლეს. სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად ითხოვენ, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენებას.

მომხდარს მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"ეს
ქვეყანაა თუ ჯოჯოხეთი? მერამდენე მკვლელობას უნდა ვიგებდე ამ ერთი კვირის განმავლობაში? რით ვერ გამოვიდა ამათი ბნელი ტვინი 90-იანებიდან და რით ვერ დააყენეს ერთი ადგილი?

თქვე მანიაკებო, სულით მახინჯებო, წაეთრიეთ და ეგდეთ ციხეში და თქვენი ბოღმა ოთხ კედელში ანთხიეთ და ნუ გვიკლავთ ახლობლებს.

მთავრობავ, რას აკეთებ? გონს მოეგე, სანამ კიდევ გვიან არაა" - წერს ბადურაშვილი.

სალომე დადიანი
ბეჭდვა