01 სექტემბერი, 2014
გოგონა, რომელიც საზოგადოებამ საზარელი შემთხვევით გაიცნო, გათხოვდა
გოგონა მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს გვანცა ადამიას სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი იმ შემთხვევის შემდეგ გახდა, როცა უნივერსიტეტის სტუდენტი მასზე უიმედოდ შეყვარებულმა ბიჭმა, ვანო ღონღაძემ მესამე სართულის კიბეებიდან გადმოაგდო. გოგონა მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

გვანცას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა. თუმცა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ძლიერი აღმოჩნდა და შემთხვევიდან რამდენიმე თვეში დაუბრუნდა უნივერსიტეტს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ცოტა ხნის წინ, გვანცას ''ფეისბუქზე'' მის შესახებ ახალი ამბავი შევიტყვეთ, რომ გვანცა შეყვარებული იყო ნიკა ხვედელიძეზე.
წყვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვერაფერს გიამბობთ, რადგან გვანცამ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გუშინ გვანცას ''ფეისბუქზე'' ახალი ფოტოები გაჩნდა. ნიკა ტორტის ნაჭერს უნაწილებს შეყვარებულ გოგონას. ფოტოებიდანაც და კომენტარებიდანაც ირკვევა, რომ გვანცა გათხოვდა.

ჩვენ წყვილის მეგობრების მილოცვებს ვუერთდებით და ვულოცავთ ორივეს ამ ბედნიერ დღეს.

ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ალიკას
იდზი ნა .!.
02:06 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
აირა
ჩემო კარგებო გილოცავთ!!! გილოცავთ!!! იყავით ბედნიერები!!!. ჩემო ალიკა ძველია თუ ახალი მე პირადად დღეს გავიგე და ძალიან გამიხარდა.გვიხაროდეს ცხოვრება ძალიან მოკლეა!!!
23:37 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ალიკა
თქვენ რა მოცლილები ხართ კიდევ, რომ არ ეშვებით ამ არაფრის მომცემი ადამიანების პიარს რაა..:@ სხვა თემა ვერ ნახეთ უკეთესი?! :))
17:32 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ძალიან გამიხარდა. ღმერთმა აბედნიეროთ.
15:02 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
ბედნიერები იყავით! გამეხარდა.
14:44 / 02-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS