29 აგვისტო, 2014
სალომე ჭაჭუა 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდას გადაურჩა - მეუღლის გამხნევებას გიორგი ვარდოსანიძეც შეეცადა
სამორიმ უარი თქვა გველების შეჭმაზე და 50000 ლარს დასჯერდა რამდენიმე კვირის წინ ''იმედის'' ეთერში გადაცემა ''ადრენალინი'' დამთავრდა. მონაწილეებს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდათ. ბევრი მატლი და ლოკოკინა შეიჭამა იმისთვის, რომ ფინალში გასულიყვნენ და ჯილდოს - 50000 ლარის მფლობელები გამხდარიყვნენ.

გამარჯვებული ტელეწამყვანი სამორი ბალდე გახდა, რომელსაც დამატებით 20000 ლარი შესთავაზეს, თუ სამ ''საყვარელ'' ცოცხალ გველს შეჭამდა, ოღონდ პატარა შეღავათიც ჰქონდა, შეეძლო გველები თავების გარეშე ეჭამა. თან ეს ყველაფერი ორ წუთში უნდა მოესწრო.

სამორიმ უარი თქვა გველების შეჭმაზე და
50000 ლარს დასჯერდა.

ფინალისტთა შორის ერთადერთი გოგონა იყო, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა. სალომემ ფინალამდე მისასვლელად ბევრი იშრომა და უამრავი ჭიაღუაც იგემა. მოგება ძალიან უნდოდა და ფიქრობდა, საპრიზო თანხით მანქანა ეყიდა. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ სალომემ პროექტი თავისი სურვილით დატოვა. მოცეკვავემ მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტომა ვერ შეძლო. თქვა, ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ ამ დავალებას ვერ შევასრულებო.

სალომემ გადმოხტომა რამდენჯერმე სცადა. შესაბამისი აღჭურვილობა მოირგო, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მდგომი უკან ჩამოვიდა. მისი დარწმუნება იმაში, რომ მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტომაში საშიში არაფერი იყო, ვერავინ მოახერხა.

წამყვანი დუტა სხირტლაძე სალომეს არწმუნებდა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. დუტას ძალიან უკვირდა სალომეს შიში, რადგან წინა დღეს დავალების შესრულებისას სალომე მეექვსე სართულიდან უპრობლემოდ გადმოხტა. მეუღლის გამხნევებას გიორგი ვარდოსანიძეც შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ, სალომემ შიში ვერ დაძლია.

იმის გასარკვევად, რამდენი თანხის გადახდა დაეკისრა სალომე ჭაჭუას, ''ადრენალინის'' გადაცემის პროდიუსერ ქეთი მიქანაძეს ვესაუბრეთ.

- ქეთი, რა თანხის გადახდა მოუწევს სალომეს ჯარიმის სახით?
- მონაწილეებთან დადებულ კონტრაქტში წერია, რომ როდესაც მონაწილე დავალების გაგებისთანავე იტყოდა, რომ გადაცემაში მონაწილეობა აღარ უნდოდა, 5000 ლარით დაჯარიმდებოდა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ მაინც შეეცდებოდა დავალების შესრულებას და არ გამოუვიდოდა, აღარ გადაიხდიდა ჯარიმას. შესაბამისად, სალომე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად თავისუფალია და ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.
- გადაცემის მეორე სეზონი იქნება?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება მეორე სეზონი. მონაწილეებს რთული და პირველი სეზონისგან აბსოლუტურად განსხვავებული დავალებები ელით.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლუზი
ეს ბალდე რავა ყველაფერში მაგარია
18:26 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS