28 აგვისტო, 2014
ნინო ქათამაძის მეუღლემ ''რუსთავი 2''-ში დაიწყო მუშაობა
ნინო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ გაუმართლა მომღერალი ნინო ქათამაძე არასდროს საუბრობს პირად ცხოვრებაზე. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჰყავს ხუთი წლის ბიჭი ნიკოლოზ ლოლაძე და ქმარი, პროფესიით ექიმი დათო ლოლაძე. მომღერალი ქმრის შესახებ ხმამაღლა იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ არ უნდა, მაყურებელმა გაიცნოს, როგორც ნინო ქათამაძის ქმარი.

ნინო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ გაუმართლა, კარგი ქმარი შეხვდა. ამბობდა, რომ მას ისევე უყვარს ექიმობა, როგორც თავად სიმღერა უყვარს. ნიკოლოზი კი, სავარაუდოდ მომავალი მომღერალია. დედის თქმით, რიტმის საოცარი შეგრძნება აქვს.

ნინოს მეუღლე, ზოგადი ქირურგი დავით ლოლაძე ცოტა ხნის წინ ''რუსთავი 2''-ის ეთერში გამოჩნდა გადაცემა ''ექიმებში''. გადაცემა მალევე გახდა პოპულარული. ამჯერად დათოს არ უნდა, ინტერვიუებში პირად თემაზე ისაუბროს.

თუმცა ცოლ- ქმრის ექვსწლიანი მცდელობა, თავიანთ ურთიერთობაზე არაფერი ეთქვათ, აშკარაა, დასასრულს უახლოვდება. პოპულარობა ''მსხვერპლს'' აუცილებლად ითხოვს და თავად ისაუბრებენ თუ არა ხმამაღლა, პრესაში მაინც დაიწერება მათი ცოლქმრობის შესახებ.

სალომე დადიანი

ბეჭდვა