26 აგვისტო, 2014
თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ქალიშვილს იცავს - "პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას''...
აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით რამდენიმე ინეტერნეტ საიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ზღვაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთმა საიტმა ფოტოები შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა:

''პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ნახევრადშიშველი ფოტოები''. სტატიას პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და შვილებს- სანდრო და გიგა უსუფაშვილს სოციალური ქსელით მიმართა.

''აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით. ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; ''დრონი.გე'' პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ,
არა? სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით.

სულ არ ვიცნობ, მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაუბანძეთ თავი მგონი, საკმარისია თქვენგან. ეს ამბავი ახალი არ არის, ძველია, მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ'' .

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS