25 აგვისტო, 2014
მარიტა როხვაძეს ''ჯეოსტარში'' 2011 წელს მოგებული ბინა ახლა გადასცეს
პროექტის მერე მარიტა გარეგნულად ძალიან შეიცვალა მომღერალმა მარიტა როხვაძემ სოციალურ ქსელში ბინის გასაღების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, ''აი, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ, ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ.
მადლობა, რომ ყოველი დღე სიურპრიზებით სავსეა''.

მარიტა როხვაძე ''ჯეოსტარის'' გამარჯვებული 2011 წელს გახდა. ბათუმში კი ბინა ახლა გადასცეს. საცხოვრებლად გადასვლას რემონტის დამთავრების შემდეგ გეგმავს.

პროექტის მერე მარიტა გარეგნულად ძალიან შეიცვალა. რამდენიმე კილო დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამას რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოც ადასტურებს.

საცურაო კოსტიუმში გადაღებული
ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მარიტამ უამრავი მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინიკოოო
ეს რომ პრეზიდენტის გოგო ყოპილიყო ანა მარგველაშვილი მაშშინ ნახავდიტ კომენტარების კორიანტელს,მაგრამ რახან როხვაძეა მისაღებია მისი ტიტველი პოტოებიი
21:36 / 28-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ოჰ, წამეითხლიშა. ახლა ამის ბარკლებს უცქირე.
12:59 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS