25 აგვისტო, 2014
რა სიურპრიზს უმზადებენ მზია ორველაშვილი და საშა ოხრიმენკო თავიანთ ქორწილში სტუმრებს
მეჯვარეები ჩვენი უახლოესი უკრაინელი მეგობრები არიან მოცეკვავე მზია ორველაშვილი და პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფი საშა ოხრიმენკო უკვე ორი წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ წყვილს ყოველთვის ასახელებენ იმ ბედნიერთა შორის, ვინც ამ პროექტმა შეახვედრა. წყვილს იმდენად დატვირთული რეჯიმი ჰქონდათ, რომ აქამდე ქორწილის გადახდას ვერ ახერხებდნენ.

იმის გასარკვევად თუ როგორ ემზადებოდა წყვილი ქორწილისთვის, მზიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ქორწილს ვიხდით ჯერ უკრაინაში და მერე საქართველოში. მეჯვარეები ჩვენი უახლოესი უკრაინელი მეგობრები არიან.
- უკრაინაში ქართველი მეგობრები ახერხებენ ჩამოსვლას?
- სამწუხაროდ
ვერ მოახერხეს, მაგრამ თბილისში ყველა იქნება! ძალიან ველოდებოდი, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ.
- ვინ ვერ მოახერხა ჩამოსვლა?
- ჩემმა მეწყვილე-ლევან ჩიჩუამ, მისმა ძმამ გიგი ჩიჩუამ და კიდევ რამოდენიმე მეგობარმა.
- ალბათ შენ და საშამ ქორწილისთვის ლამაზი ცეკვა დადგით.
- ვეცადეთ, ისეთი ცეკვა გაგვეკეთებინა, რომ ეფექტი მოგვეხდინა
- რომელ ცეკვას შეასრულებთ, რუმბას, ტანგოს, ქართულს თუ უკრაინულს?
- მაგას ჯერ ვერ გეტყვი, სიურპრიზი გვაქვს მომზადებული სტუმრებისთვის.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS