22 აგვისტო, 2014
სოფო ნიჟარაძის უარი ნინი ბადურაშვილს – სკანდალური ფოტოების სერიის გაგრძელება

წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე

Ice Bucket Challenge საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ბოლო თვეებია ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი ვედრო ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე კი  ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.

წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში ALS
Association,
რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია, გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება.

აქციაში ჩაერთნენ პრეზიდენტები, მსახიობები და უბრალოდ გაგრილების მსურველი ადამიანები. საქართველო, რა თქმა უნდა, სიხარულით შეუერთდა საქველმოქმეო აქციას. ერთ ერთი პირველი იყო მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ნინიმ ცივი წყალი გადაისხა და სოფო ნიჟარაძე, ბიჭოლა თეთრაძე, ქრისტინე იმედაძე და თეონა კონტრიძე გამოიწვია.

ნინის გამოწვევა მიიღო ქრისტინე იმედაძემ და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია. 24 საათი ისე გავიდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი აქციაში არ ჩართულა.
აქციაში არ ჩართულა და ნინის სოციალურ ქსელშიც კი არ გასცა პასუხი სოფო ნიჟარაძემ.

სოფო მას შემდეგ, რაც მისი და ექსპრეზიდენტის ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ''ფეისბუქზე'' აღარ აქტიურობს. შეგახსენებთ, რომ ფოტოები ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში იყო გადაღებული, სადაც წყვილი ლინკოლნის ცენტრის ფესტივალს დაესწრო.

ამ ფაქტზე ორი დღის განმავლობაში თითქმის ყველა ქართული ინტერნეტსაიტი წერდა და ნიჟარაძე-სააკაშვილის საერთო ფოტოებს აქვეყნებდნენ, თუმცა სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიურ ნიჟარაძეს ამ თემაზე კომენატარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

სალომე დადიანი

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მანანა
ტყუილია. სოფომ მიიგო გამოწვევა და გადაისხა წყალი.ფეისბუკზე ვნახე.ეს სალომე დადიანი კი ტუტუცი ჯურნალისტია, ტუა საერტოდ
03:23 / 27-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
წმინდაწყლის ცილისწამება... ფეისბუქზე ატვირთა სოფომ ვიდეო ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ ;)
14:06 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
ამ ფოტოზე სოფო ნიჟარაძეს სომეხი ჯიბგირის გამოხედვა აქვს!))))))))
19:45 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
qqq
წერეთ უარყოპითად,სოფოც მიყვარს და ნინიც.
16:37 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
qqq
ჭორაობის დონეზე გაკეთებული სტატიაა.
16:21 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS