აქციაში ჩაერთო მარკ ცუკერბერგიც, რომელმაც კოლეგა შერილ სანდბერგი, ნეტფლიქსის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰეისტინგსი და ბილ გეითსი გამოიწვია.
ფლეშმობს შეუერთდა პალიტრა მედიის თანამშრომელი თამთა ასლანიშვილი და აქციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიწვია.
მომღერალმა
''ანრი, მივიღე შენი გამოწვევა და დავფიქრდი, თუ აქცია საქველმოქმედოა, მგონი, სჯობს, თანხა გადავრიცხო. ოღონდ მითხარი, სად უნდა გადავრიცხო და ვისთან. ეგ არ ვიცი... ვიქნები გამონაკლისი და ვედროთი თავზე გადავლებულებულ წყალს, თანხის გადარიცხვას ვამჯობინებ'' - წერს ინგა.
აქციაში მომღერალი ქრისტინე იმედაძეც ჩაერთო. თავზე წყლის გადასხმის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე, მაია ასათიანი და მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია.
საინტერესოა, ქართველ პოლიტიკოსებს შორის ვინ იქნება პირველი, ვინც ფლეშმობს შეუერთდება.
სალომე დადიანი