ერთ-ერთი პირველი, ვინც ფესტივალზე წასვლის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, მსახიობი თინა მახარაძე იყო, რომელმაც ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ ზაფხულის გეგმები შეეცვალა და ''კაზანტიპზე'' მიდიოდა. თინა მახარაძეს როგორც ხშირად
ჩემოდანი ჩაალაგა და კაზანტიპზე მიდის წყალბურთელი მიშა ბაღათურიაც, რომელის მაყურებელმა პროექტ ''ორი ვარსკვლავიდან'' გაიცნო და ბევრი მას მუსიკალური კარიერასაც კი უწინასწარმეტყველებდა. თუმცა სპორტსმენმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ მისთვის სპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია.
''კაზანტიზე'' წასვლის მსურველთა შორისაა ''კომედი შოუს'' მსახიობი ქართლოს ნატროშვილიც.
მოკლედ, მსურველი ბევრია. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომლის თანამდებობაც ''კაზანტიპს'' ''შეეწირა'' და რომელიც სამსახურიდან წამოსვლის მერე ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურადაა ჩართული, სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს ავრცელებს, სადაც უამრავი ხალხი დგას და წერს, რომ ''ვიზის ასაღებად უზარმაზარ რიგში ზოგმა ღამე გაათენა''.
სტატუსს ბევრი კომენტარი აქვს. ზოგი სიცილით წერს, რომ ეს ''გარყვნილების'' რიგია, ზოგიც შეშფოთებას გამოხატავს ''კაზანტიპის'' რესპუბლიკა რუსეთმა არ აღიაროსო.
''კაზანტიპის'' მუსიკალური ფესტივალი ოფიციალურად დღეს 20 აგვისტოს საღამოს ცხრა საათზე იწყება.
სალომე დადიანი