18 აგვისტო, 2014
ია ფარულავასთვის საწოლში ქმართან ერთად სხვა ქალის ყოფნა მიუღებელია
ალბათ გასაკვირი არცაა, რომ მსახიობის კითხვას უამრავი კომენტარი მოჰყვა მსახიობმა ია ფარულავამ რამდენიმე დღის წინ ''ფეისბუქზე'' უცნაური შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

''ერთმა ქალმა შემომჩივლა, ქმარი მთხოვს, სექსის დროს სხვა ქალიც მინდა და რა ვქნაო. (ვითომ დიდი ექსპერტი ვიყო) და მართლა რა უნდა ქნას? დაქალს უნდა სთხოვოს დახმარება? ფული გადაიხადოს მეძავში თუ ქმარმა უნდა მოუყვანოს მეორე ქალი? თუ ეს ქმარი მოისროლოს სახლიდან?..''

ალბათ გასაკვირი არცაა, რომ მსახიობის კითხვას უამრავი კომენტარი მოჰყვა.

თავად ია შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალ ვარიანტებს კომენტარებშიც
წერდა:

''არ უნდა, რომ უღალატოს და ეს ურჩევნია საწყალს. მთავარია, კაცი არ მოითხოვოს.''

''ჯობია, კაზანტიპის ვიზა აუღოს ქმარს''.

''მე ერთი ის ვიცი, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია. დამიძახეთ გოიმი და დაკომპლექსებული'' - წერს ია.

სალომე დადიანი

ბეჭდვა