18 აგვისტო, 2014
მორიგი სკანდალი მახარაძის ირგვლივ - ''თინა, შენ ტუტუცობის ეტალონი უფრო ხარ და ქაჯობის''...
რაღაცები რომ გითხრათ, მოგიყვეთ და გაჩვენოთ შენ და შენნაირ "გარყვნილებს" შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ დღეს ჟურნალ ''რეიტინგში'' მსახიობ თინა მახარაძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სათაურით - ''ჯერჯერობით საქართველოში გარყვნილების ეტალონი მე ვარ!..''

ინტერვიუს სათაურსა და პათოსს იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

''რა ვიცი, ჩემი აზრით, თინა, შენ ტუტუცობის ეტალონი უფრო ხარ და ქაჯობის.
გარყვნილება მაინც რომ შეგეძლოთ შენ და შენნაირ "ვითომ პარდვინუტი" გოიმებს, კიდევ არა უშავ
და.

არადა, რაღაცები რომ გითხრათ, მოგიყვეთ და გაჩვენოთ შენ და შენნაირ "გარყვნილებს" შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ.

მაგრამ ასეთ რაღაცეებზე საჯაროდ ლაპარაკი და "პოზიორობა" უბრალოდ ქაჯობაა, გოგონი და მეტი არაფერი...

სამწუხაროდ დღეს ეგ არის "მოდაში":
ზოგი "გარყვნილის" პოზაში დგას.
ზოგი "პატრიოტის" პოზაში.
ზოგი "ექსპერტის" პოზაში.
ზოგი "შემოქმედის" პოზაში.
რეალურად თქვენ ყველანი არარაობები ხართ...

ტლიკინის და პოზიორობის მეტი არაფერი შეგიძლიათ, აი მაგ "გარყვნილებაშიც" კი "ოროსნები" ხართ.

სწორედ მაგაშია შენაირების მთავარი პრობლემა...'' - წერს სვანიძე.

სალომე დადიანი
ბეჭდვა