16 აგვისტო, 2014
სოფო ნიჟარაძე ამერიკაში ნინი ქეისთან ერთად ერთობა
ნინი ბევრ ქართველთან მეგობრობს, მათ შორისაა მომღერალი სოფო ნიჟარაძე ქართველმა დიზაინარმა ნინი ქეიმ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია, სადაც ჩახვალ იქაური ქუდი კი არ დაიხურო, არამედ შენი ქუდი დაახურო სხვებს. ნინი ბოლო რამდენიმე წელია, ნიუ იორკში მოღვაწეობს და მისი დიზაინით შეკერილი ქუდები დიდ მოწონებით სარგებლობს.

ნინი ბევრ ქართველთან მეგობრობს, მათ შორისაა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. თუმცა საქართველოში მომდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. ხანდახან საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელით ასაჯაროებს.

ბოლოს სოციალური ქსელით გააპროტესტა,
რომ პროკურატურა უახლოეს მომავალში დაკითხავდა ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერ რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად. „ძალიან გახვედით თავს. დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ“, - წერდა სოფო ნიჟარაძე.

სოფო როგორც ცნობილია, ამერიკაში კერძოდ ქალაქ ნიუ-იორკში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მცხოვრებ რამდენიმე ქართველთან, მათ შორის ნინი ქეისთან ერთად გადაღებული ფოტოები სოფომ „ფეისბუქზე“ ატვირთა.

როგორც ჩანს, სოფო ამერიკაში არაჩვეულებრივად ატარებს დროს. სოფოს და ნინი ქეის ფოტოებს უამრავი მოწონება და სოფოს ხმას მონატრებული ქართველების კომენტარები ახლავს. „სუპერ ქუდები და სუპერ გოგოები“, - წერენ სოფოს თაყვანისმცემლები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის მოისმენენ სოფოს ახალ სიმღერებს.

Rating

Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
უმაგრესი და ულამაზესი გოგო ხარ სოფო!და რაც მთავარია პროფესიონალი მომღერალი!!!მინდა საუკეთესო ოჯახი შექმნა,რომ დასკდნენ გულზე ბოროტები!!!
23:13 / 10-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS