16 აგვისტო, 2014
ქეთა თოფურიას იდეალური დიეტა - დაიკელით შიმშილის გარეშე
ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ცოტა ხნის წინ მომღერალმა 12 დღიანი დიეტის საიდუმლო გაამხილა ქეთა მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია, ამაში როგორც ჩანს გენეტიკაც უწყობს ხელს, მაგრამ ფაქტია, რომ წონის პრობლემა ყველაზე ხშირად ვარსკვლავებს აწუხებთ, რადგან მათი დღის რეჟიმი იმდენად დატვირთულია, რომ ჭამის გრაფიკი არეული აქვთ.

ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ცოტა ხნის წინ მომღერალმა 12 დღიანი დიეტის საიდუმლო გაამხილა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ ახერხებდა წონის შენარჩუნებას მომღერალმა ვრცლად უპასუხა და მკითხველს შესანიშნავი რჩევები მისცა.

ქეთა:

- ძირითადად მხოლოდ ცილოვან საკვებს
მივირთმევ. მთელი დღის განმავლობაში შემიძლია ვჭამო ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, უმი ბოსტნეული სხვადასხვა რაოდენობით. ასევე ვჭამ ყველს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხიმიანია.

ერთდაერთი რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ ეს არის შემწვარი საჭმელი, შოკოლადი და ნამცხვრები. ასევე ჩემ შავ სიაში შედის კარტოფილი, მაიონეზი და ალკოჰოლი. უბრალოდ დაივიწყეთ ამ სამი რამის არსებობა.

უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც საღამოობით ჭამაზე უარს აცხადებს, რას დაუშვებელია. მთავარია დაძინებამდე ორი საათით ადრე მიირთვათ და ეს იყოს ციოლოვანი საკვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებლად მოერიდეთ შემწვარ საჭმელებს.

ჯანსაღი კვებისას ასევე მნიშვნელოვანია წყლის მიღება. დღის განმავლობაში მიიღეთ ორი ლიტრი წყალი. თუ რაოდენობას ვერ აკონტროლებთ, დღის განმავლობაში შეიძინეთ 4 ბოთლი 0.5 ლიტრი წყალი. თითო ბოთლი დალიეთ ორი საათის განმავლობაში.

თუ ამ წესს შეასრულებთ, მაშინ თამამად და სუფთა სინდისით მიირთვით მოხარშული ხორცი.

დიეტის დაწყებისას ჩემი ყოველდღიური მენიუს კი ასეთია.

დილა იწყება ჭიქა წყლით. საუზმეზე შვრიის ფაფას, ხაჭოს ან არაჟანს მივირთმევ. ხანდახან დღის განმავლობაში ორ ნაჭრერ პურზეც არ ვამბობ უარს. სადილზე მივითმევ ზეითუნის ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათს და მოხარშულ ხორცს ან თევზს.

აუცილებლად ვაყოლებ ერთ მწვანე ვაშლს.

საღამოს შემიძლია მენიუ გავიმეორო და თევზი და ხორცი ისევ მივირთვა, მაგრამ ცხადია არა შემწვარი. ხანდახან ღამის მენიუ სალათით ჩაანაცვლეთ.

არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა. დიეტა მოიცავს 12 დღეს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
მადლობთ ასეთი კარგი რჩევებისთვის ...
00:23 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS