15 აგვისტო, 2014
ახალი მოდა ვარსკვლავებისგან - სანდრექსამ მეუღლეს მანქანა აჩუქა
სანდრექსას მეუღლე რომ ძალიან უყვარს, ეს რამდენჯერმე დაამტკიცა ბოლო დროს პოპულარული ქართველი მამაკაცები სიყვარულს მატერიალურადაც გამოხატავენ. საყვარელ ქალბატონებს საჩუქრებით ანებივრებენ და ხშირ შემთხვევაში ეს საჩუქარი მანქანაა ხოლმე.

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ბავშვის დაბადების შემდეგ მეუღლეს მანქანა აჩუქა.
ჯერ ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიშა მესხმა სოფო ბედიას სიყვარულის დასამტკიცებლად მანქანა აჩუქა.

ხოლო დღეს სოციალურ ქსელის მეშვეობით ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ სანდრო კაკულიას მეუღლემ მეგობრებს აუწყა, რომ სანდრექსამ მანქანა აჩუქა. ''ჩემი სუპერჯადოქარი ქმრის სუპერ საჩუქარი'', -
დაწერა ნუცა აბაშიძემ ''ფეისბუქზე''.

სანდრექსას მეუღლე რომ ძალიან უყვარს, ეს რამდენჯერმე დაამტკიცა. თაყვანისმცემელ გოგონებთან ურთიერთობისთვის თავი რომ აერიდებინა, რამდენიმე თვით ''ფეისბუქი'' გააუქმა. იმასაც ამბობდა, რომ პოპულარობა არ მოსწონდა, მშვიდი ცხოვრება უნდოდა და ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თამაში მაინცდამაინც არ ხიბლავდა. ამბობდნენ, მსახიობს სერიალიდან წასვლაც კი უნდოდა, თაყვანისმცემელი გოგონებისგან თავის დასაღწევად.

აშკარაა, ქართველ ბიჭებს თუ სიყვარულთან ერთად შესაფერისი ანაზღღაურებაც აქვთ, სიყვარულის დამტკიცება არ ეშლებათ.

სალომე დადიანი

ბეჭდვა