15 აგვისტო, 2014
ახალი მოდა ვარსკვლავებისგან - სანდრექსამ მეუღლეს მანქანა აჩუქა
სანდრექსას მეუღლე რომ ძალიან უყვარს, ეს რამდენჯერმე დაამტკიცა ბოლო დროს პოპულარული ქართველი მამაკაცები სიყვარულს მატერიალურადაც გამოხატავენ. საყვარელ ქალბატონებს საჩუქრებით ანებივრებენ და ხშირ შემთხვევაში ეს საჩუქარი მანქანაა ხოლმე.

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ბავშვის დაბადების შემდეგ მეუღლეს მანქანა აჩუქა.
ჯერ ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიშა მესხმა სოფო ბედიას სიყვარულის დასამტკიცებლად მანქანა აჩუქა.

ხოლო დღეს სოციალურ ქსელის მეშვეობით ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ სანდრო კაკულიას მეუღლემ მეგობრებს აუწყა, რომ სანდრექსამ მანქანა აჩუქა. ''ჩემი სუპერჯადოქარი ქმრის სუპერ საჩუქარი'', -
დაწერა ნუცა აბაშიძემ ''ფეისბუქზე''.

სანდრექსას მეუღლე რომ ძალიან უყვარს, ეს რამდენჯერმე დაამტკიცა. თაყვანისმცემელ გოგონებთან ურთიერთობისთვის თავი რომ აერიდებინა, რამდენიმე თვით ''ფეისბუქი'' გააუქმა. იმასაც ამბობდა, რომ პოპულარობა არ მოსწონდა, მშვიდი ცხოვრება უნდოდა და ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თამაში მაინცდამაინც არ ხიბლავდა. ამბობდნენ, მსახიობს სერიალიდან წასვლაც კი უნდოდა, თაყვანისმცემელი გოგონებისგან თავის დასაღწევად.

აშკარაა, ქართველ ბიჭებს თუ სიყვარულთან ერთად შესაფერისი ანაზღღაურებაც აქვთ, სიყვარულის დამტკიცება არ ეშლებათ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მეც
ნონას! დაიწყენ კი არა დაიწყეს : )))))))))))
22:54 / 26-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ani
Ra Ari's amashi gasakviri? Abs kmari ristvisaa sachiro tu at mogepera pizikurad DA materialurad?
22:34 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
შენ უკვე ყოფილხარ ვარსკვლავი ნონა
21:54 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ვერ გავიგე
რა ვიცი სულ უფულობაზე ტირიან და წუწუნებენ და... მაგრამ კარგად აქვთ დაცდილი ეტყობა და ტირიან და ტირიან. :) ისე მაგარი სასაცილოა ჯერ მანქანებს ყიდულობენ და მართვას მერე სწავლობენ.
21:21 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ვარსკვლავებმა ახლა დაიწყენ და მე ჩემმა ქმარმა 5წლის წინ მაჩუქა დაბადების დგეზე
01:58 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS