15 აგვისტო, 2014
ნინი ბადურაშვილი პრეზიდენტის აპარტამენტებში ისვენებს
გლამურული, სექსუალური ვარსკვლავი ''რუსთავი 2'' ახალ სეზონზე ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს. როგორც გავიგეთ, მუსიკალურ შოუში ათი ცნობილი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას და შოუსაც სავარაუდოდ ''გაიზიარე ჩვენი მუსიკა'' ერქმევა. გიორგი კიკალიშვილის, იგივე კიკალას ახალი პროექტის მონაწილეთა ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, შოუს ერთ-ერთი მონაწილე მომღერალი ნინი ბადურაშვილი იქნება. ნინის ფოტოები კლიპიდან, რომელიც შოუს პრომოსთვის გადაიღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებში დიზაინერი რამაზო რომაც ჩანს. დიზაინერს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი კიკალიშვილმა მთხოვა
მის პროექტში ჩართვა. ამჯერად ნინი ბადურაშვილთან მომიწია მუშაობამ. ჩემი კოლექციიდან ყველაზე გლამურული და სექსუალური კაბები მოვარგე.
- როგორი ქალია კლიპში ნინი?
- გლამურული, სექსუალური ვარსკვლავია. გადაღებები ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობდა. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია კლიპის მთავარი გმირი, რომელიც პრეზიდენტის აპარტამენტებში ისვენებს. თავს ახვევია ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, დიზაინერები, პაპარაცები. მეც გადამიღეს კლიპში, როგორც დიზაინერი. ასევე კლიპში ნახავთ მერსი სულხანიშვილს.
- მერსი ჩაცმულია?
- ამჯერად კი, ის ჟურნალისტის როლშია... კლიპში არის მომენტი, როცა ვარსკვლავი ქალი შვილს ეჩხუბება, დეპრესიაშია... მოკლედ საინტერესო კლიპი გამოვიდა.
- როგორია ნინისთან მუშაობა?
- არაჩვეულებრივი გოგოა, პირველ რიგში კარგი მომღერალი. პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი კოლექციიდან კაბა გადაკეთების გარეშე მოირგო მომღერალმა. როგორც წესი გადაკეთება მიწევს ხოლმე. ნინის მოდელივით ტანი აქვს, ულამაზესი გოგოა.
- როგორც ვიცი, ''რუსთავი 2''-ის კიდევ ერთ პროექტში აპირებ ჩართვას. ხომ არ რჩები საქართველოში?
- ეს ისეთი პროექტებია, რომელსაც მუდმივად აქ ყოფნა არ სჭირდება. წავალ და ჩამოვალ ხოლმე, ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. მიხარია ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოს შოუბიზნესისთვის რომ ვმუშაობ. მართალია, ჯერ ეს ყველაფერი ბიზნესი არ არის, მაგრამ იმედია ნელ-ნელა გახდება და ამაში პატარა როლი მეც მექნება.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დიკა
დაან ლამაზი კაბა და ნინი დაან ლამაზია ბრავო !!
20:40 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცო
რასაკვირველია , პროექტში მაინცდამაინც მიშას ქალებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, ვაი თქვენს პატრონს.
15:17 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS