12 აგვისტო, 2014
მარიკა თხელიძე გათხოვდა – ვინ არის მომღერლის რჩეული...
მარიკას მართლაც არ უყვარდა იმაზე საუბარი თუ ვინ უყვარდა დღეს, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მარიკა თხელიძე გათხოვდა. მარიკას გაბედნიერება სოციალურ ქსელში თიკა ჯამბურიამ მიულოცა და ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა. თიკა და მარიკა ბავშვობიდან მეგობრობენ. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მარიკამ მეჯვარედ სხვა მეგობრებთან ერთად თიკაც აირჩია.

ცნობილია, რომ მარიკა კულტურის სამინისტროში მუშაობს და უკვე წლებია რაც შოუბიზნესში აქტიურ მოღვაწეობას აღარ აგრძელებს. განსაკუთრებულად
არ უყვარს ინტერვიუები. ბოლოს „რეიტინგთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნანობს, თავის დროზე პირად ცხოვრებაზე რომ არ საუბრობდა.

მარიკას მართლაც არ უყვარდა იმაზე საუბარი თუ ვინ უყვარდა და ყოველთვის მოხერხებულად მალავდა შეყვარებულის ვინაობას. არადა როგორც მისი მეჯვარისგან შევიტყეთ, მომავალი მეუღლე ექვსი წელი უყვარდა.

- თიკა, ვინაა მარიკას რჩეული?
- გიგა ანდრიაძე.
- გიგა რას საქმიანობს?
- არ უყვარს ხმამაღლა იმაზე საუბარი თუ რას საქმიანობს და რა პროფესია აქვს.
- დაოჯახებამდე მარიკა და გიგა დიდი ხანი იყვნენ შეყვარებულები?
- ექვსი წელია, ერთმანეთს იცნობენ.
- ჯვარი სად დაიწერეს?
- საგურამოში ერთ ერთ ტაძარში დაიწერეს ჯვარი და მოგვიანებით ქორწილიც ექნებათ.

თიკა ჯვრისწერის შემდგომ გამართულ საღამოზე გახლდათ და ხმაურის გამო საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელით. მარიკას ვულოცავთ გაბედნიერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ რჩეულს მალე გამოაჩენს.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაია
შენ ამ დროში თუ ეს მოახერხე ყოჩაღ!
16:46 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ამ დროში თუ ეს მოახერხე ყოჩაღ!
16:45 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ეხ მარიკუნა, ეხ მარიკუნა რა გოგო ხარ....
12:58 / 21-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
ვინ არის მარიკა თხელიძე?
11:38 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თათუკა
გილოცაავ შენ ყველაპერს საუკეთესოოს იმსახურებ :*
19:52 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS