11 აგვისტო, 2014
ქრისტინე იმედაძე გაშიშვლდა
საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება ქრისტინეს მორიგ გაშიშვლებას სოციალურ ქსელში „ყველაზე ლამაზი და ესთეტიკური ქრისტინე“ - ამ წარწერით აუტვირთა „ფეისბუქზე“ კომპოზიტორმა და მომღერალმა მაია კაჭკაჭიშვილმა ქრისტინე იმედაძეს ფოტო, სადაც ქრისტინე წელს ზემოთ სულ შიშველია.

ფოტოს რამდენიმე წამში უამრავი მოწონება ხვდა წილად. ეს არცაა გასაკვირი. ქრისტინე იმედაძეს მართლაც რომ უნაკლო სხეული აქვს. მაიკოს და ქრისტინეს მეგობრები ეჭვობენ, რომ შეიძლება, მართლმადიდებლური მშობელთა კავშირი აღშფოთდეს ამ ფოტოს გამო.

ქრისტინეს უბადლო სხეული ცოტა ხნის წინ ერთ ერთ ქართულ რეკლამაში ვიხილეთ. მომღერალს
სხეულს მხოლოდ სამი მზესუმზირა უფარავდა. ქრისტინეს ამ რეკლამის გამო ბევრი კრიტიკა შეხვდა.

საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება ქრისტინეს მორიგ გაშიშვლებას სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით ფოტოს კომენტარებში მხოლოდ აღფრთოვანებული შორისდებულების წაკითხვაა შესაძლებელი.

სალომე დადიანი

ბეჭდვა