01 აგვისტო, 2014
გიორგი ყიფშიძე ედინბურგში კაბას აფრიალებს
ცნობილია, შოტლანდიური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მამაკაცები, ქვედაბოლოს შიგნით ტრუსებს არ იცვამდნენ თუმანიშვილის თეატრი ედინბურგის ფესტივალზე იმყოფება. მსახიობები, სოციალურ ქსელში ედინბურგში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც აშკარად ჩანს, რომ კარგად ერთობიან. გიორგი ყიფშიძე შოტლანდიურ კაბაშია გამოწყობილი და როგორც რამდენიმე კომენტარში დაწერა, თავს კომფორტულად გრძნობს.

ცნობილია, შოტლანდიური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მამაკაცები, ქვედაბოლოს შიგნით ტრუსებს არ იცვამდნენ. ტრადიცია საუკუნეების წინ დამკვიდრდა. შოტლანდიელი მამაკაცები ომის დროს კაბაში გამოწყობილები იბრძოდნენ და მოწინააღმდეგეს ''აშინებდნენ''. მტერს რომ უახლოვდებოდნენ, კაბას დემონსტრაციულად იწევდნენ იმის საჩვენებლად,
ნახეთ რა მაგრები ვართ, გეშინოდეთ და გაიქეცითო.

Rating

ბრძოლის ამ მეთოდმა აშკარად არ გაამართლა, რადგან შოტლანდია სააუკუნეებია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია. ამის მიუხედავად შოტლანდიურ ქვედაბოლოებს მამაკაცები დღემდე იცვამენ.

გიორგი ყიფშიძე კი იმის სადემონსტრაციოდ, რომ შოტლანდიური ტრადიცია ბოლომდე არ დაუცავს და ქვედაბოლოს გარდა ტრუსებიც აცვია, კაბას აფრიალებს და ისე პოზირებს ფოტოკამერის წინ.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა