01 აგვისტო, 2014
ბაქოში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სცემეს
სუხიტაშვილი ამ ფაქტს ადასტურებს, მისი თქმით ბაქოში საგულშემატკივროდ იყვნენ ჩასული ბაქოში საჩხერის ''ჩიხურას'' საგულშემატკივროდ ჩასული გიორგი სუხიტაშვილი სცემეს. სტადიონზე არეულობა მატჩის დროს ქართველი გულშემატკივრების გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია.

სუხიტაშვილი ამ ფაქტს ადასტურებს, მისი თქმით ბაქოში საგულშემატკივროდ იყვნენ ჩასული ''ჯვაროსნები და ''ქართული სპორტის ქომაგები''. ქართული სპორტის ქომაგების ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული. რუკაზე კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა. ამან გამოიწვია დაძაბულობა და არეულობა.

"საგულშემატკივროდ იყვნენ ჩამოსულები "ჯვაროსნები" და "ქართული სპორტის ქომაგები". მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი.
"ქართული სპორტის ქომაგების" ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული. რუკაზე კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა.

ამან გამოიწვია დაძაბულობა და არეულობა. ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად მივედი და მეც იმ გულშემატკივრებს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც დასაკავებლად განყოფილებაში მიჰყავდათ", - განაცხადა სუხიტაშვილმა.

ბაქოში გუშინ გამართული "ნეფთჩისა" და "ჩიხურას" მატჩის შემდეგ გუნდის ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად დააკავეს 10 ქართველი გულშემატკივარი, მათგან 3 "ქომაგების" წევრი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქეთი
რატომ აწყობს ჩიხურა პროვოკაციებს? ჰეროსტრატეს კომპლექსი ხომ არ შეეყარათ?
15:36 / 01-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS