31 ივლისი, 2014
ლალი მოროშკინა: ''სულ შიშველი დამტოვეთ, მერე 20 წუთში ერთხელ კარს მიღებდით და მეკითხებოდით - გეშინიაო?''
მერე მითხარით - შენს უმცროს შვილს 40 აქვს სიცხე და ვერ დაგარეკინებთო ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს გუშინდელ შოუს ეხმაურება სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

''არ ვაპირებდი, მაგრამ მაიძულეთ! ხომ კარგად გახსოვთ ის დღე , 11 დეკემბერი "ნანუკას შოუში" მოწყობილი პროვოკაციის მერე როგორ დამიჭირეთ? მერე მოდულში, სამარტოო საკანში გამომამწყვდიეთ...

მე შიმშილობა გამოვაცხადე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ირინა ენუქიძეს გზას გამაყოლებდით!!!
10 კამერა მიღებდა! რამდენიმე ხანი სულ შიშველი დამტოვეთ, მერე 20 წუთში ერთხელ კარს მიღებდით და მეკითხებოდით-გეშინიაო?

მერე მითხარით - შენს
უმცროს შვილს 40 აქვს სიცხე და ვერ დაგარეკინებთო! 
მერე მითხარით - მე მგონი, უფროსი ავარიაში მოხვდა და იქაც ვერ დაგარეკინებთო...
მერე მითხარით - ახალი წელი მოდის და ნაძვის ხეს ვინ მოგირთავსო?
მერე მითხარით - შენ და მიშა ერთად სწავლობდით და ჩვენ მხარეს გადმოდი და ცხოვრებას აგიწყობთო......
მერე მითხარით - აქ დიდხანს დარჩებიო....

ახლა გაიხსენეთ მე რა გითხარით:

თავს ვიპარსავ, ნაც. ბანდის მოკლული ბიჭების სახელების ტატუს ვიკეთებ თავზე, და თქვენი დედების უპირობო მოკითხვაზე გადავალ თქო...მერე მთელი ციხეები ამყვება და რეზულტატით "დაგატკბობთ"-თქო!

გახსოვთ ფარჩაკებო? თუ არადა ჩანაწერები ამოიღეთ და დატკბით!'' - წერს ლალი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
...
ვაი, შენს პატრონს. ძროხა რომ გიწოდო, ძროხის შეურაცხყოფა იქნება.
17:35 / 29-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თამარა
ლალი მაგარი ქალი ხარ! გაფასებ...
12:13 / 02-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS